RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპერაციას ”არჩევნები” ჩაშლა ემუქრება

27.11.2009  |  13:17

4698.jpegმუნიციპალური არჩევნები, რომლის იმედიც ჰქონდა ოპოზიციას - ჩაშლის პირასაა. "ალიანსმა საქართველოსთვის", რომელიც თავიდან გამოდიოდა ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოებს მხარდაჭერით და სურდა 2013 წელს ხავერდოვანი რევოლუციის მოხდენა საკანონმდებლო სისტემის რეფორმირების გზით, შეიძლება უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. საქართველოს კვლავ საპროტესტო აქციების ტალღა ემუქრება.

"ალიანსმა საქართველოსთვის" ვერ მოახერხა კომრპომისის მიღწევა და გადავიდა შეტევაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიძლება უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევებში მონაწილეობაზე.

როგორც ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა განუცხადა, უარს იმ შემთხვევაში იტყვიან, თუკი დაკანონდება საამომრჩევლო კოდექსის ის პუნქტები, რომელსაც არ ეთანხმებიან ალიანსის წარმომადგენლები. "უარის თქმის მიზეზი არ გახდება მხოლო საამომრჩევლო ბარიერის საკითხი. თუკი დაკანონდება ყველა ის საკითხი, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას",- განმარტა მან.

სავარაუდოდ, სწორედ ამის შესახებ წარიმართება საუბარი ალიანსის წარმომადგენლებისა და უცხოელი ელჩების შეხვედრაზე. მომავალი მუნიციპალური არჩევნები ხომ ოპოზიციის მთავარი იმედი იყო.

სწორედ ამიტომ წავიდა ოპოზიციის გაწონასწორებული ფრთა ხელისუფლებასთან დიალოგზე, დათანხმდა მმართველი უმრავლესობის წინადადებას - არ აეფორიაქებინათ ხალხი საპროტესტო აქციებით, არ დაეფრთხოთ უცხოელი ინვესტორები, ერთად მიეღოთ მონაწილეობა დემოკრატიულ რეფორმებში და თანაბარ პირობებში ებრძოლათ პრეზიდენტის სავარძლისთვის.

თუმცა ხელისუფლებამ, მას შემდეგ რაც გააცნობიერა რომ ბოლო რაუნდი მოიგო, გადაწყვიტა ოპოზიციასთან არც მუნიციპალური ხელისუფლება არ გაეყო. ძალაუფლების სიყვარული, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ისეთი ცოდვაა, რომლის მონანიებასაც არც ისე ჩქარობენ ხოლმე.

"ალიანსმა საქართველოსთვის" ვერ მოილაპარაკა ხელისუფლებასთან საპროცენტო ბარიერის შესახებ. ოპოზიცია მოითხოვს 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას, ხელისუფლება კი - 30-ის.

საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში სიტუაციის საბილიზაციას. მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება და გაწონასწორებული ოპოზიცია ვერ წავიდნენ კომპრომისებზე, სავსებით სარწმუნოა, რომ ეს უკანასკნელები შეურთდებიან რადიკალებს, რომლებც თავიდანვე არ იყვნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მომხრეები. თუმცა თავდაპირველად ალიანსის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რჩევა უცხოელი მეგობრებისგან ეთხოვათ.

ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ისინი აპირებენ გააცნონ უცხოელ დიპლომატებს საქართველოს საამომრჩევლო კოდექსის საკუთარი ვერსია. შეხვედრის რეზულტატები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100