RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფსნის კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად

27.11.2009  |  16:56

4703.jpegაფხაზეთში, წინასაარჩევნო კამპანიას აცოცხლებს, ოპოზიციური კანდიდატების დავა გამოყენებული ტექნოლოგიების კანონიერებაზე. ამის გარეშე, მსოფლიოს ვერცერთი დემოკრატიული ქვეყანა ვერ ატარებს არჩევნებს. ამ დღეებში რაულ ხაჯინბამ გადაწყვიტა ძველი ოპონენტის,სერგეი ბაღაბშის ხარვეზებზე ეთამაშა, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ შორიდან მოვლით. ხან მინისტრი დაადანაშაულა ქართველებთან მეგობრობაში, ხან პასპორტების კოპირება ჩათვალა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. რას ვიზამთ, აფხაზეთში სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და მას დღეს, ზუსტად 15 წელი შეუსრულდა.

1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საკუთარი კონსტიტუცია მიიღო. მასში წერია, რომ აფხაზეთი ანუ აფსნი არის "სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელმაც ისტორიულად დაამტკიცა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლება".

რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, კონსტიტუციის დამტკიცებისას, პრეზიდენტად იმ დროისათვის საბჭოს თავმჯდომარე - ვლადისლავ არძინბა აირჩია.

აფხაზეთმა საშინელი დრო გამოიარა. ქალაქები და სოფლები ჯერ კიდევ ახლად გადატანილი ომის შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. რესპუბლიკის გარშემო ეკონომიკური ბლოკადა შეიქმნა. მაშინ, შეუძლებელი იყო კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებისა და კანონის დაცვა.

მას მერე დიდი დრო გავიდა. წელს, 12 დეკემბერს აფხაზეთში უკვე მესამე საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად ტარდება პირდაპირი ხმის მიცემით გზით და ხუთი წლის ვადით. წინასაარჩევნო კამპანია, მსოფლიოს სამი ქვეყნის მიერ აღიარებულ სახელმწიფოში მიმდსინარეობს, რომელსაც უკვე შეუძლია უზრუნველყოს კონსტიტუციის ყველა მუხლის შესრულება.

მათ შორის, თავისუფალი არჩევნებისა და აზრის გამოთქმის შესახებ. აფხაზეთი არადემოკრატიული რომ ყოფლიყო, სერგეი ბაღაფშის ოპონენტები, ვერ შეძლებდნენ საკუთარი პრეტენზიების მასმედიის საშუალებით გამოთქმას.

რამდენიმე დღის წინ, კანდიდატმა ზაურ არძინბამ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებვა ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს არჩევნებში. მისი თქმით, ოპოზიციონერების სააგიტაციო პლაკატებს გამუდმებით ხევენ, ამომრჩევლებთან შეხვედრა კი, არათანაბარ პირობებში ხდება.

ამასთანავე, არძინბამ სახელმწიფო ტელევიზიას უსაყვედურა, რომელიც ხელისუფლების კანდიდატის ცალსახა აგიტაციას ეწევა, ეს კი, აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია.

უფრო სეიოზული ბრალდებები გააჟღერა სხვა ოპოზიციონერის „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარება"(ერა)-ს ლიდერის ბესლან ბუტბას შტაბმა. გასულ კვირას რესპუბლიკაში, ორი აფეთქება მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ მის წინააღმდეგ იყო მიმართული. 19 ნოემბერს გაგრაში დაიწვა ბუტბას წინასაარჩევნო რაიონული შტაბის ხელმძღვანელის ვიტალი აჟიბას მანქანა. 20 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადაში აფეთქება ბესლან ბუტბას კუთვნილ ოფისში მოხდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100