RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„თვალი თვალისთვის“ ანუ „ყველს ყველაზე“ გაცვლა

29.11.2009  |  23:06

4710.jpegოესთის ხელისუფლებამ დღეს, გაიმეორა საკუთარი წინადადება დაკავებულების გაცვლის შესახებ, პრინციპით „ყველას ყველაზე". საქართველოში ამ წინადადების გაგონებაც კი არ სურთ და ცხინვალზე ზემოქმედების მოხდენას, საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ. საქართველოს მასმედია ჯერ კიდევ გუშინ იტყობინებოდა, რომ 4 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში დაკავებული მოზარდების გათავისუფლების გადაწყვეტილება, თითქოს და უკვე მიღებულია.

გუშინ, ქართულმა სააგენტო „მედიანიუსმა" ვინმე ოს ჟურნალისტ თემურ ხურაბედოვზე დაყრდნობით, სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ: თითქოს და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმ მოზარდებთან დაკავშირებით, რომლებზედაც ამ ბოლო ორი კვირი განმავლობაში თითქმის განუწყვეტლად საუბრობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

თოთხმეტი წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბაძე, თექვსმეტი წლის ვიქტორ ბუჩუკური და ჩვიდმეტი წლის ლევან ხმიადაშვილი სამართალდამცავმა ორგანოებმა 4 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ არამარტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, არამედ ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა და ერთერთ მათგანს იარაღის მოპაერვაც.

ბიჭებს სასამართლომ, აღმკვეთ ღონისძიებად ორი თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასე რომ, ისინი შეიძლება, ახალ წელსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდნენ. თუმცა კი, სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა და სასამართლოს გადაეცა.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, ამჯერად არანაირი საბაბი არ მოუცია იმის საფიქრელად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ დაკავებულებს, ისევე ადვილად და სწრაფად გაათავისუფლებდნენ, მაგალითად როგორც შეშის მჭრელებს ოქტომბერში ან კიდევ იმ 80 ქართველივით, რომლებიც მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს ამ წლის განმავლობაში.

სამაგიეროდ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამხრეთ ოსი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ საქართველოს „ყველას ყველაზე" გაცვლა შესთავაზეს. პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულიერბის დარგში ბორის ჩოჩიევი ამბობდა, რომ ეს ვარიანტი ჟენევის უკანასკნელ რაუნდზეც განიხილებოდა. დღეს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა ორივე მხარეს დაკავებულების გაცვლით, ოსური მხრის დაინტერესება დაადასტურა.

თუმცა, საქართველოს შსს-ს ანალიტიკურ-საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა უარყო ჩოჩიევის სიტყვები. „ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს არ შემოუთავაზებიათ „ყველას ყველაზე" გაცვლა და საერთოდაც არ ყოფილა საუბარი რაიმე სახის გაცვლაზე. დისკუსიის მონაწილე მხარეებმა ოსეთის და რუსეთისაგან მოითხევიეს დაკავებულები მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლება".- განაცხადა მან.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100