RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსოფობიაში სააკაშვილს კონკურენტი გამოუჩნდა

29.11.2009  |  23:09

4711.jpegსაქართველოს პრეზიდენტს ახლი მომხრეები გაუჩნდნენ, რომლებმაც საკუთარი თავი კიდევ უფრო გაცხარებულ რუსოფობებად წარმოაჩინეს, ვიდრე თავად სააკაშვილი და მისი სააგიტაციო პროპაგანდაა. ოპოზიციური ფრაქციის ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილმა - პარტიის სახელით წინადადება წამოაყენა, კონსტიტუციურად გააფორმონ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანტირუსული მიმართულება.

საქართველოს პარლამენტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, კონსტიტუციაში დამატებების შეტანის ინციატივით გამოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ: საქართველო უარს ამბობს იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გაერთიანებების წევრობაზე, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით,

ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რომ: „ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ამგვარ ალიანსში გაწევრიანებისკენ, განხილული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და ის დაისჯება ქვეყნის სისხლის სამართლის კანონის თანახმად". დეპუტატის თქმით, ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებული შესწორებები, დაუყოვნებლივ გაეგზავნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.

როგორც ჩანს, შესწორებები რომლეთა მიღების წინადადება ქრისტიან- დემოკრატებმა დააყენეს, უკანასკნელი გაფრთხიოლება უნდა გახდეს საქართველოს არტისტული წრეებისათვის, რომლის წარმომადგენლებიც თავს უფლებას აძლევენ რუსეთის სცენაზე გამოვიდნენ და ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მსგავსად თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის გარეშე, შეუძლებელი იქნება ქართულ-აფხაზური და ქართუ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის დარეგულირება".

ამიერიდან, თუ კი ქრისტიან-დემოკრატების მიერ შემოთავაზებული საქართველოს კონსტიტუციის შესწორებები მიღებული იქნება, გამოდის რომ, მათ თანახმად რუსეთთან ნებისმიერი კონტაქტები კანონით უნდა დაისაჯოს და თანაც მკაცრად.

„ჯიბის ოპოზიციონერის" ამგვარი პარანოიდალური გამოთქმები, როგორც ჩანს, შიშითაა გამოწვეული, რომ არც თუ შორეულ მომავალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აიღიარებულნი იქნებიან თუ არა „დე იურე", „დეფაქტო" მაინც რიგი სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც ისევე როგორც თურქეთს, არასახელმწიფოებრივ დონეზე ადრეც ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან. შესაძლოა, ბატონი ლალიაშვილი ძლიერ დააფრთხო განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს საფრანგეთისგან, ვერტმფრენმზიდი „მისტრალი"-ს შესყიდვის შესაძლებლობას.

ნიკოლოზ ლალიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ხომალდის შესყიდვა რუსეთის აგრესიულ მიზნებზე მეტყველებს, საქართველოს მიმართ, შავი ზღვიდან „შეტევითი ოპერაციისა" და „საქართველოს ტერიტორიაზე დესანტის გადმოსხმის" ჩათვლით.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100