RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჯიბის ქურდები პუტინის წინააღმდეგ

30.11.2009  |  08:55

4713.jpegემიგრანტებისგან დაღლილი ევროპა იძულებულია არა მხოლოდ ითმინოს უცხოელების მიერ შეტანილი კულტურული სტრესი, არამედ სხვების პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაც უწევს. დღეს ქართული დიასპორა, რომლის უდიდეს ნაწილს შეადგენენ არალეგალები, სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს აქციას "ყველა პუტინის წინააღმდეგ". თუკი გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების სპეციფიკურ სპეციალობას, მაშინ ამას უფრო ზუსტად შეიძლება დავარქვათ "ჯიბის ქურდები პუტინის წინააღმდეგ".

ქართველების ასეთი ემოციური რეაქცია გამოიწვია პუტინის გამოსვლამ იალტაში, სადაც ის ხვდებოდა თავის უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშენკოს. იმავდროულად კიევში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი.

ვლადიმერ პუტინმა, ჟურნალისტის მიერ კიევში მიმდინარე შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე, თავს უფლება მისცა გაეცა ასეთი პასუხი: "მეომრები იხსენებდნენ წარსულ დრეებსა და ერთად წაგებულ ომებს". შემდეგ კი მან მიანიშნა იმაზე, თუ როგორ ჭამდა გასული წლის აგვისტოში სააკაშვილი ჰალსტუხს ტელეკამერების წინ: "მე ორ პრეზიდენტს ცურჩევდი ვახშამი ჰალსტუხების გარეშე ჩატერაბინათ".

სააკაშვილი რა თქმა უნდა გამოეხმაურა ამ ხუმრობებს და კვლავ აღმოჩმდა "დამცირებულისა და შეურაცხყოფილის" როლში. მან გაიხსენა ანეკდოტი ფრანგული გაზეთებიდან, რომ თურმე, პუტინმა სააკაშვილის ერთი ადგილით დაკიდების პირობა დადო. ახლა კი, ამბობს სააკაშვილი, პუტინის ინტერესმა უფრო მაღლა - ჰალსტუხისკენ გადაინაცვლა. საერთოდ კი პუტინმა, ქართველი პრეზიდენტის აზრით, შეურაცხყო მისი სახით უკრაინელი და ქართველი ხალხი.

ახლა კი ყველა, ვინც თავი იგრძნო "შეურაცხყოფილად და დამცირებულად" სააკაშვილის გამო, აპირებებენ გამოვდნენ საპროტესტო აქციებზე მსოფლიოს 15 ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ის ფიცხი, გულღია, მაგრამ კეთილი ქართველები არ იქნებიან ნოდარ დუმბაძის რომანებიდან.

ამ აქციების მონაწილეები არიან ან პოლიტტექნოლოგიებით ნაყიდი ხალხი, ან უბრალოდ აგრესიული საზოგადოება, რომელიც თავს აიგივებს საქართველოს პრეზიდენტის იმიჯთან. იმ მიშიკოს იმიჯთან, რომელიც 21-ე საუკუნეში ცდილობდა საკუთარი ხალხის პრობლემების გადაწყვეტად დასახლებული პუნქტების დაბომბვის გზით.

თანაც როგორი ლოზუნგებით გამოდიან ქართველი ემიგრანტები? ისინი არ ამბობენ: ჩვენ პუტინის წინააღმდეგი ვართ. ისინი ამტკიცებენ "ყველა პუტინის წინააღმდეგ", ცდილობენ რა ჩანერგონ მასობრივი ფსიქოზის სინდრომი. ეს კი აშკარად პიარ სპეციალისტების ხელს წააგავს. ზუსტად იგივეს აკეთებდა ქართული დიასპორა გადული წლის აგვისტოში თბილისის მითითებით, როდესაც მძინარე ცხინვალის დაბომბვას რუსულ აგრესიას უწოდებდნენ და მსოფლიომ მათ დაუჯერა!

ახლა, ჰაიდი ტალიავინის შრომის წყალობით, აშკარაა, რომ 7 და 8 აგვისტოს რუსეთს სამხედრო ქმედებები არ დაუწყია. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება იმავე დღეებში არაფერს ამბობდა ჩრდილოეთიდან დარტყმის მოლოდინის შესახებ, ის მხოლოდ ამბობდა, რომ სურდა სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100