RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კაჩინსკის საიდუმლო შვიდი ბეჭდის ქვეშ ინახება

30.11.2009  |  23:19

4723.jpegქართველი ჩინოვნიკები არ აძლევენ პოლონელებს საშუალებას, გამოიძიონ მათ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან დაკავშირებული ინციდენტი. შარშან, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს მას ცეცხლი გაუხსნეს. პოლონურმა პრესამ მაშინ თავისი სპეც-სამსახურების მოხსენება გამოაქვეყნა იმი შესახებ, რომ ეს ქართველი კოლეგების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. „დაცხრილვის" ფაქტები ადასტურებდნენ ამ დასკვნას, მაგრამ თბილისისთვის უფრო მსახერხებელია, ეს ვერსია დეზინფორმაციად მიიჩნიოს.

„ქართული ინციდენტის" გამოძიება, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მონაწილეობდა, შესაძლოა შეაჩერონ. პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით, გადმოსცემს სს „რეგნუმ".

გამოძიების „გაყინვის" ერთერთი მიზეზი გახდა, პოლონეთის ყოფილი მინისტრის ამჟამად კი ევროდეპუტატის მიხაილ კამინსკის უარი, ჩვენება მისცეს პროკურატურას. სწორედ ის გახლდათ სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს 23 ნოემბრის მოვლენების თვითმხილველი და კაჩინსკის დაცხრილვის შესახებ, სწორედ მან მოუთხრო ჟურნალისტებს.

„როდესაც ჩვენ მივედით რუსულ პატრულამდე, მათი მხრიდან (ოსეთის მხრიდან) გაიმსა სროლის ხმა. როგორც მინიმუმ, სამი გასროლის ჯერი იყო კარაბინებიდან. პრეზიდენტი რკინისებურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა".- ყვებოდა ის. ახლა კი კამინსკი გაურბის გამომძიებლებთან შეხვედრას, რომლებსაც შემთხვევის ზოგიერთი დეტალის დაზუსტება სურთ.

მაგრამ, კიდევ უფრო მეტად უშლის გამოძიებას ხელს თბილისის ჯიუტი დუმილი, ისინი არ პასუხობენ ვარშავიდან გამოგზავნილ მოთხოვნებს. ჯერ კიდევ აგვისტოში გაიგზავნა საქართველოში მოთხოვნა, მაგრამ სუპერეფექტურმა ქართველმა ჩინოვნიკებმა, აუცილებელი მასალის მისაწოდებლად, სამი თვის შემდეგაც კი არ შეიწუხეს თავი.

ქართულმა მხარემ უაპელაციო ტონით თავიდანვე განაცხადა, რომ სროლა განახორციელეს რუსმა და სამხრეთ ოსმა მესაზღვრეებმა. თუმცა, პოლნურ გაზეთში Dziennik გამოქვეყნებულმა შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) პატაკმა, ეს ვერსია ეჭვის ქვეშ დააყენა.

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი, მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასროლების პირველ სერიაზე საქართველოს სამთავრობო დაცვამ, საერთოდ არ მოახდინა რეაგირება. პოლონეთის პრეზიდენტი, რომელსაც თითქოს და თავს ესხმოდნენ მესაზღვრეები, მიუხედავად VIP დაცვის წესებისა, არც კი გადაეფარნენ.

უფრო მეტიც, ლეხ კაჩინსკის პირადი დაცვა სპეციალურად კორტეჟის ბოლოს განათავსეს, ისე რომ ისინი ვერც კი ხედავდნენ დასაცავ ობიექტს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100