RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოციალური პროგრესი იძულების წესით

02.12.2009  |  13:19

4739.jpegსოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოში, კვლავ პირველ პლანზე წამოიწია. სამუშაო კანონმდებლობის შესწორებებზე მიმდინარეობს მუშაობა. თანაც, ამისკენ თბილისს ევროკავშირმა უბიძგა, რომლემაც პრაქტიკულად ულტიმატუმი წამოაყენა. მაგრამ, კონსენსუსის პოვნა მშრომელებსა და დამსაქმებლებს შორის არც ისე ადვილია. ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტმა საკუთარი თავის გაფიარება გადაწყვიტა და სამუშაოდ წასულ მიგრანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პოლიტიკა, უკანასკნელი წლების განმავლობაში თავისი არსით, დაუსრულებელ საპრეზიდენტო ფიარ-კამპანიად გადაიქცა. სწორედ ასეთი სარეკლამო აქციების რიგს უნდა მივაკუთვნოთ, მიხეილ სააკაშვილი მოწოდება თანამემამულეების მიმართ, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ (ძირითადად რათქმაუნდა რუსეთში), დაუბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოს. ამასთან ერთად, მტკვრის ნაპირებიდან ახლად მოვლენილმა ნერონმა პირობა დადო, რომ დაბრუნებულ ადამიანებს ყოველგვარ მხარდაჭერასა და დახმარებას გაუწევს.

რატომ უნდა მივაკუთვნოთ ეს მოწოდებაც ურიცხვი აგიტპროპის რიგს, რომლებიც ასე ეხრხება მიხეილ ნიკოლოზის ძეს? თუნდაც იმიტომ, რომ რეალურ რეემიგრაციას საქართველოში არავინ ელოდება. ღმერთმა არ ქნას, რომ დაილიოს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ნაკადი, სადაც ქართველები დაფუძნდნენ. თანაც უმუშევრები, რომელთა რიცხვიც დღესდღეიბით სამუშაო პოტენციალის მქონე მოსახლეობის 30 პროცენტს აღწევს. ალბათ არ მოიძებნებიან მსურველები ეს რიგები შეავსონ.

და თუ კი მაინც ვიღაცას მოთაფლავს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი დემოკრატის სიტყვები და იშოვნის კიდევაც სამშობლოში, ასე დეფიციტად ქცეულ სამსახურს, მოულოდნელობებს მაინც ვერ გაექცევა. საქმე იმაშია, რომ 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს შრომითი კოდექსი, რომელიც ქვეყნის მშრომელი მოსახლეობის სასიცოცხლო მოღვაწეობას არეგულირებს, მართლაც კაბალურია.

უბრალო მშრომელი, თავისუფლად შეუძლიათ გამოგდონ და მიზეზიც კი არ აუხსნან, ვინაიდან დამსაქმებელი იურიდიულად არ არის ვალდებული, ეს გააკეთოს. „ფაქტიურად დაკანონებულია დისკრიმინაცია. მშრომელს არ აქვს სიტყვის თავისუფლება. ქალი მაგალითად ფეხმძიმობის გამო შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან, დასაშვებია ნაციონალური ნიშნით შემცირებები",- მოგვითხრო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერმა ირაკლი პეტრიაშვილმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100