RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქალბატონი კალანდაძე სირაქლემას პოზიციით

02.12.2009  |  17:45

4744.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში დიდი აურზაური ატყდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების პროექტი. ოდნავ მოგვიანებით რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს რუსეთის მხარის მიერ შემუშავებული ზემოთ ნახსენები პროექტი. ამ დოკუმენტში, ძირითადად, საუბარია იმაზე, რომ შეთანხმების მონაწილეები შეძლებენ განიხილონ სხვა წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა, როგორც საკუთარ თავზე თავდასხმა და გაუწიონ ერთმანეთს სამხედრო დახმარენა. მოლაპარაკების მონაწილეებმა არ უნდა აიღონ თავზე ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც შეუთავსებელია შეთანხმებასთან.

რამ აღაშფოთა ასე ძლიერ ქართველი დიპლომატები?

ერთის მხრივ ისინი აცხადებენ, რომ "ეს დოკუმენტი აბსურდულია და მას სერიოზულად არც ერთი ევროპელი ლიდერი არ შეხედავს", მეორეს მხრივ კი ავლენენ აშკარა მღელვარებას. "მოსკოვის მიზანია საკუთარი თამაშის წესები შემოიღოს",- განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, როდესაც დიმიტრი მედვედევის ინიციატივას უკეთებდა კომენტარს.

"რუსეთს სჭირდება უსაფრთხოების სიეტი მექანიზმი, რომელიც მისცემს მას ბლოკრებისა და ვეტოს საშუალებას...ახალი მექანიზმის საშუალებით რუსეთი ცდილობს გახდეს თამაშის წესების შექმნას",- თქვა კალანდაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივით დიმიტრი მედვედევი ჯერ კიდევ 2008 წლის 5 ივნისს გამოვიდა.

მოგვიანებით, როგორც უკვე ყველამ იცის, ამას მოყვა აგვისტოს კონფლიქტი კავკასიაში. ქართული აგრესიის მსხვერპლი სამხრეთ ოსეთში გახდნენ რუსი სამშვიდობოები და ცხინვალის ასობით მაცხოვრებელი, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. სააკაშვილის მიერ წამოწყებული ავანტიურა იმაზე იყო გათვლილი, რომ ამ კონფლიქტში ჩაეთრიათ მესამე ქვეყნებიც, ძირითადად კი თბილისს იმედი ჰქონდა ამერიკისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჩარევისა.

საბედნიეროდ ევროპელი პოლიტიკოსების აზროვნებამ გაიმარჯვა, ამერიკის პრეზიდენტი კი მხოლოდ მორალური მხარდაჭერით შემოიფარგლა. ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ევროპას სჭირდება თავდაცვის ახალი მექანიზმები, რადგანაც საქართველომ ვერა და ვერ უარყო ძალისმიერად კონფლიქტის გადაჭრის სურვილები.

კრემლის მიერ შედგენილი პროექტი შედგება 14 მუხლისგან და გათვალისწინებულია "ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე" ტერიტორიაზე, ასევე ნებადართულია, რომ მას ხელი მოაწერონ ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ევროკავშირი, ეუთო, ნატო, დსთ და ა.შ. პეიექტის თანახმად, მისი მონაწილეებმა იღებენ ვალდებულებას, რომ არ ჩაატარონ ისეთი ღონისძიებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა მოანწილეებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100