RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჰეროინის გზა საქართველოზე გადის

02.12.2009  |  23:18

4747.jpegამ დღეებში პარლამენტარი პაატა დავითაია, რუსეთიდან აფხაზეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა. მის აზრით ეს გზა ნარკოტრაფიკის და ორგანიზებული დანაშაულის სხვა შავბნელი საქმეებისათვის იქნება გამოყენებული. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მმართველი წრეებისათვის, ალბათ დუმილი აჯობებდა. გაეროს მონაცემებით, წლიურად დაახლოებით 7 ტონამდე ავღანური ჰეროინი გაივლის ტრანზიტით საქართველოს და აქედან დაახლოებით 4 ტონა სამხრეთ კავკასიაში მოიხმარება.

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის სერგეი ივანოვის და ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის დღევანდელი ვიზიტისთვის, საქართველომ უკვე გამოაქვეყნა ტრადიციული საპროტესტო განცხადება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აღშფოთებულია რუსეთის გეგმებით, აფხაზეთში ახალი გზა გაიყვანოს ყაბარდო-ბალკარეთიდან. კერძოდ რის განსახილველადაც ჩადიან მოსკოველი სტუმრები, სოხუმში.

„ამ გზის მშენებლობა, გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამ გზის მეშვეობით, რუსეთს მიეცემა საშუალება, გადაზიდოს შეიარაღება შავი ზღვის მიმართულებით. ამასთან ერთად, ეს ნარკოტრაფიკის გადასატანი და სხვა არაკონანოიერი ქმედებებისთვის გამოსადეგი საშუალებაა, რისი განხორციელებაც რუსეთს საიდუმლოდ სურს",- განაცხადა დეპუტატმა.

საქართველო ადრეც, მრავალი წლის განმავლობაში ადანაშაულებდა რუსეთს, სეპარატისტული რეგიონების გავლით ნარკოტრაფიკის ხელშეწყობაში. კერძოდ, როდესაც 2006 წელს მოკლული იქნა აფხაზეთის გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურანბა, ქართულმა სააგენტომ „პირველი" გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ თითქოს და ეს მკვლელობა, ნარკოდილერებს შორის ტერიტორიების გაყოფასთან იყო დაკავშირებული.

„ტურანბა აფხაზებმა, რუსი კილერის ხელით მოიცილეს. ის აკონტროლებდა ნარკოტრაფიკს ფსოუდსან ზუგდიდამდე და სწორედ ამას შეეწირა მსხვერპლად"- იტყობინებოდა წყარო. რუსეთმა მაშინ, ქართული მხარე დაადანაშაულა.

რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, სიტუაცია რამდენადმე შეიცვალა. რუსეთს გაცილებით უკეთ შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება, ამ სახელმწფოების საზღვრებს, რუსი მესაზღვრეები იცავენ.

ამ წლის დასაწყისში, ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლას აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ზაკან ჯუღელია შეეწირა. გაზეთ „ვზგლიადის" წყაროს ინფორმაციით, მას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ემუქრებოდნენ, რომლებსაც აფხაზეთიდან რუსეთში გადაეკეტათ ნარკოტრაფიკი.

თუმცა, ნარკოტრაფიკს იმდენად ზღაპრული მოგება მოაქვს, რამდენის მოტანაც არცერთ ლეგალურ ბიზნესს არ შეუძლია. ამიტომაც, მიუხედავად ყველა საუკეთესო -თუნდაც ამერიკული, თუნდაც ევროპული და თუდაც რუსული ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანოების მუშაობისა - მათი ბრუნვა მსოფიოში განუწყვეტლად იზრდება. ამ ქვეყნებს შორისაა რუსეთიც.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100