RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაქრაძე ვილნიუსში: შეუსრულებელი მისია

03.12.2009  |  10:01

4749.jpegამ ბოლო წლებში საქართველო ძალიან დაუმეგობრდა ბალტიის ქვეყნებს. ამიერკავკასიის ქვეყნებსა ბალტიისპირების ქვეყნებს ანტირუსული საგარეო პოლიტიკური კურსი აერთიანებდა. ბოლო დრომდე ბალტიისპირებელი ცდილობდნენ წინასწრა განეჭვრიტა "აგრესიული" ან "მუხანათური" ნაბიჯები მოსკოვისა, რომელიც თურმე "ემუქრება დემოკრატიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აი ახლაც, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი სულ უფრო და უფრო კარგავს დასავლეთის ნდობას, ქართული ხელისუფლება ცდილობს გაააქტიუროს თავისი დიპლომატია ბალტიის ქვეყნებში. ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავიტ ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ვილნიუსში, სადაც მიიღო მონაწილება ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში. ვილნიუსში დავით ბაქრაძე წხვდა ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებს. ქართველი სპიკერი თვლის, რომ ბალტიის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ატიური მხარდამჭერი სახელმწიფოები.

მისი აზრით, ამ სტრუქტურასთან თანამშრომლობა საქართველოს ევროპულ საპარლამენტო სტურქტურებთან კომუნიკაციის დამატებით არხს სძენს. თუმცა ზემოთ ხსენებულმა ევროპულმა საპარლამენტო სტრუქტურებმა გადაწყვიტეს არ წამოაყენონ საქართველოს საკითხი სტრასბურგში დეკემბრის საპარლამენტო ასამბლეაზე. ამიტომაც გადაწყვიტა სპიკერმა ყურადღების გამახვილება საქართველოზე და ეს უარღესად მოუხერხებლად გააკეთა.

ამ დღეებში ლიტვური მასმედიის მიერ გავრცელებულ დავიტ ბაქრაძის ინტერვიუში ის ამტკიცებს, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებდა "რუსული ოკუპაციის მიღებას". (ასე ქართულ სლენგით მოიხსენიებენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას).

ამ გზით, ბაქრაძე ცდილობდა მოეხდინა ლევან გაჩეჩილაძისა და ზურაბ ნოღაიდელის განცხადებების დეზავუირება იმის შესახებ, რომ მოსკოვთან დიალოგის გარეშე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. დავით ბაქრაძე უხეშად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა მოიშოროს ილუზია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი ქმედებები ლეგალიზებული იქნება.

ამასთანავე ქართველი ლიდერი ფსონს დებს ვილნიუსში ანტირუსული განწყობის გამწვავებაზე. "მე ვფიქრობ, ლიტვას, რომელიც პატარა სახელმწიფოა, ძალიან კარგას ესმის ჩვენი",- თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძის კვალდაკვალ, რომელიც ცდილობდა ანტირუსიზმში ჩაეთრია ბალტიელები, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოიჩინა თავი. გრიგოლ ვაშაძემ ლიტვას სთხოვა საქართველოსთვის ეწოდებინა "გეორგია" რადგანაც დასახელება "გრუზია" სლავური წარმოშობისაა, ის არსაიდან მოდის და არის მხოლოდ რუსული დანატოვარი, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ახლანდელ სახელმწიფოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100