RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისმა ხაზი გადაუსვა სახალსო დიპლომატიას

03.12.2009  |  10:05

4751.jpegსაქართველოს ხელისუფლებას სულაც არ სურს, რომ საქართველომ და რუსეთმა თუნდაც არაოფიციალურ დონეზე, აღადგინონ კონტაქტები. დღეს რუსი ექსპერტების მორიგ ჯგუფს „ჩაუკეტეს" თბილისისკენ გზა. ამბობენ, რომ ეს ხალხი შესაძლებელია „პუტინის ემისრები" ყოფილიყვნენ, თუმცა, უფრა დამაჯერბელი, დეპუტატ შოთა მალაშხიას განმარტებაა: მთავრობას არ სურს, რომ მსოფლიომ იფიქროს, თითქოს და მოსკოვთან დილაოგი თანდათანობით შესაძლებელი ხდება.

რუსმა მეცნიერებმა წინსწარ გამოცხადეს, საქართველოს მონახულების სურვილი. როგრც განგვიმარტა „მგიმო"-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის) კავკასიური გამოკვლევების ცენტრის უფროსმა მეცინერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა: ვიზიტი, ქართველ კოლეგებთან კონტაქტების აღდგენის მიზნით იყო ჩაფიქრებული, ამსათან ერთად ექსპერტებს სურდათ მიეღოთ - საარქივო დოკუმენტების შესწავლის და ორივე ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გაცვლის შესაძლებლობა.

„ადრე, საქართველოსთან კონტაქტების დამყარების გარკვეული მცდელობები არსებობდა, მაგრამ ჩემის აზრით, ეს მოქმედბები არასკმარისად ეფექტური იყო. სხვადასხვა მიმართულების საზოგადო მოღვაწეების ვიზიტები და სახალხო დიპლომატია, სამწუხაროდ ბოლოს, მხოლოდ სადღეგრძელოების წარმოთქმამდე დადიოდა". არანაირი პოლიტიკური შემადგენელი, სილაევის თქმით, ამ ვიზიტებს არ ჰქონიათ.

იმას რომ, რუსებს გაცილებით ადვილად შეუძლიათ საქართველოს ვიზის მიღება, ვიდრე ქართველებს რუსეთის, თავის პლიუსებიც აქვს და მინუსებიც. თუ კი ქართველს უკრძალავენ მეზობელ ქვეყნაში ჩასვლას, ამის შესახებ ის სახლშივე შეიტყობს. აი რუსეთის მოქალაქე კი, როგორც ყველა უცხოელი, ვიზას ყიდულობს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მათ შორის თბილისის არეპორტშიც. აქედან გამომდინარე ხდება კაზუსები და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფაქტიურად რუსების დეპორტაცია ხორციელდება.

ასე მოხდა, პირველი არხის წმაყვანის ჟურნალისტის, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის მაქსიმ შევჩენკოს და ასევე გაზეთ „იზევსტიეს" რედაქტორის ვლადიმერ მამონტოვის შემთხვევაში, ისინი სექტემბერში გაადეპორტეს. შემდეგ ნოემბერში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ისტორიულ-ლირერატურული პრემიის ორგანიზატორები მარინა გუსეევა და ალექსანდრე ველიკოგონენკო გამოაძევეს.

და აი დეკემბრის დასაწყისში - თბილისმა, კვლავ რამოდენიმე რუსი ექსპერტი გაადეპორტა ერევანში. ორი მათგანი მებაჟეებმა არ შეუშვეს ქვეყანში, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა სოლიდარობის ნიშნად, უარი განაცხადეს ვიზიტზე.

„ჩვენ სრულიად მშვიდობიანი ჰუმანიტარული მიზნით მივდიოდით - მონაწილეობა უნდა მიგვეღო ექსპერტების საბჭოს სხდომაში, სადაც რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხები უნდა განხილულიყო. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ის ადამიანებიც გაოგნებულნი დარჩნენ, ვინც საქართველოს მხრიდან მიგვიწვია, ვერ გაიგეს რა მოხდა".- აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელმა სერგეი მირონენკომ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100