მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
შსს-ს ახალი ფანდი: ცრუ მოწმეები
07.12.2009 | 23:47მიხეილ სააკაშვილის სასწაულმმოქმედ მანქანას - პოლიციის სახით, რომელმაც მასობრივი კორუფცია მოცელა საქართველოში, მეტი შესაძლებლობებიც გააჩნია. მაგრამ, ეს სულაც არ არის სიახლე. პლასტიკურმა ტყვიებმა ოპოზიციის წინააღმდეგ, ნარკოტიკების ჩადებამ, უნებლიე დაცხრილვამ სპეცოპერაციისას, დიდი ხანია დააამტკიცეს შსს-ს ერთგულება „სამართლებრივი სახელმწიფოს" იდეალებისადმი. ახლა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, ოპონენტებთან გასასწორებლად, მოწმეების მოსყიდვაც დაემატა.
ცოტნე გამსახურდიას საქმე, ტრაგიკომიკურ შეფრეილობას იძენს. ერთის მხრივ, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული საქართველოს პირევლი პრეზიდენტის შვილი, შიმშილობას აგრძელებს და უკვე ჰოსპიტალიზირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მეორეს მხრივ, დღეს გაირკვა, რომ დაზარალებულმა დავით ბაჯელიძემ ვერც კი შეამჩნია, რომ მას ესროლეს.
გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა, ამ გასაოცარი ჩვენებების შესახებ დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
ალბათ ღირს აღვნიშნოთ, რომ გამოძიება არ ჩქარობდა დაზარალებულის დაკითხვას, მიუხედავად ამ საქმის გარშემო საზოგადოებრივი რეზონანსისა. ასე რომ, დაცვამ ეს უფრო ადრე მოახერხა. ბაჯელიძის ჩვენება იმის შესახებ, რომ მისთვის არავის უსროლია, ნოტარიულადაა დამტკიცებული და ხელმოწერილია მის მიერ.
„ჩვენი მონაცემებით, გამომძიებელმა 3 დეკემბერს დაკითხა ბაჯელიძე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მან ისეთივე ჩვენება მისცა მათ, როგორიც ჩვენ. მიღებულ ჩვენებებს ჩვენ გადავცემთ გამოძიებას დღესვე და მოივითხოვთ დახურული იქნას საქმე".
კიდევ უფრო საინტერესო დეტალი გამოაშკარავდა, როდესაც ადვოკტმა საქმის ერთადერთი მოწმე, რაისა საიდოვა მოინახულა. ის ადრე ირწმუნებოდა, რომ ნახა თუ როგორ გამოვიდა ცოტნე გასახურდია საკუთარის სახლიდან -„კოლხური კოშკიდან" და დავით ბაჯელიძის სახლისკენ გაემართა.
„რაისა საიდოვას არანაირად არ შეეძლო საკუთარი ეზოდან, ამის დანახვა, ვინაიდან მისი მდებარეობა, ამის საშუალებას არ იძლევა. ამას გარდა, მას მხედველობისა და სმენის პრობლემები აქვს",- განაცხადა ბექაურმა. ასე რომ, მოწმის ჩვენება სიცრუეა.
ვისი თხოვნით დასდო საიდოვამ, ცოტნე გამსახურდიას ბრალი, ჯერჯერობით უცნობია. 2007 წლიდან, ხელისუფლება გამსახურდიას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს.
7 ნოემბრის საპროტესტო აქციიის სისხლიანი დარბევის შემდეგ, გამოქვეყნებული იქნა ცოტნეს სატელეფონო საუბრები, ოპოზიციის ლიდერებთან და რუს დიპლომატ ივან ვილიკინთან. სტენოგრამიდან გამოდინარეობდა, რომ გასახურდიას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობა სურდა. მაგრამ, მაშინ ოპოზიციონერის ციხეში ჩასმა, ვერ მოხერხდა.
მისი დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება საბაბს ეძებდა და როგორც იქნა მოიგონა, თუ როგორ შეეთითხნათ მისი შვილის წინააღმდეგ საქმე.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info