RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ყალბი გაკვეთილები

08.12.2009  |  10:14

4793.jpegამერიკელი კინემატოგრაფები ამ ბოლო დროს აგვისტოს ომის მიმართ უცნაურ ინტერესს იჩენენ. საუბარი უკვე გვქონდა ჰოლივუდელი რეჟისორის რენი ჰარლინის მიერ გადაღებულ ბლოკბასტერზე.

ამ ფილმში თამაშობენ ჰოლივუდის ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ენდი გარსია და ველ კილმერი. ახლა პრესაში კიდევ ერთი ამერიკული კინემატოგრაფიის კორიფეს - რობერტ რედფორდის სახელი გამოჩნდა, რომელიც არის კინოფესტივალი Sundance-ის დამფუძნებელი.

პროგრამაში "მსოფლიო დოკუმენტალისტიკა" მოხვდა საქართველოს, გერმანიის და ნორვეგიის საერთო წარმოების კინოფირი "რუსულის გაკვეთილები". როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ანდრეი ნეკრასოვისა და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის ოლგა კონსკაიას მიერ გადაღებული ეს ფილმი აგვისტოს მოვლენების შესახებ თავიდან გათვლილი იყო პოლიტიკურ სკანდალზე.

ამ წლის ზაფხულში ანდრეი ნეკრასოვს ქართველი პრეზიდენტის სიმპათიები ხვდა წილად. ეს უკანასკნელი რეჟისორის "გმირობებით" იყო აღფრთოვანები. სწორედ ამ ეპითეტით შეამკო სააკაშვილმა იგი. უფრო მეტიც, ოქტომბერში საქართველოს საკანონმდებლო კრებამ გადაწყვიტა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ოლგა კონსკაიას სახელი დაერქმიათ. ფილმის ანოტაციაში წერია, რომ ეს არის კინოფირი აგვისტოში ომის დროს რუსეთის ქმედებების შესახებ, ასევე სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩატარებული ეთნოწმენდების შესახებაც.

თუმცა ანოტაციის შემდგენებს დაავიწყდათ ეხსენებინათ, რომ ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაიწყო ზვიად გამსახურდიას გამოჩენისთანავე, გაგრძელდა ედუარდ შევარდნაძის დროს და გადაიზარდა სამხედრო კონფლიქტში "ლეგენდარული დემოკრატის" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ჰაიდი თალიავინის ხელმძღვანელობით გამოიტანა საბოლო ვერდიქტი: აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს აგრესორი საქართველო იყო. რუსეთმა ამჯერად აღარ დატოვა დაუსჯელი ცხინვალის მშვიდობიანი მაცხოვრებლებისა და რუსი სამშვიდობოების მკვლელები. ამის გამო მოსკოვი დაადანაშაულეს ძალების არაპროპორციულად გამოყენებაში. და საინტერესოა რას ეძახის ჰუმანური ევროპა ძალების არაპროპორციულ გამოყენებას? ბელგრადისა და სერბეთის სხვა ქალაქების დაბომბვას? თუ ერაყში შეჭრად მითიური ქიმიური იარაღის ძებნის მიზეზით? რუსული მხრიდან ხუთდღიან ომში გამოყენებული იყო საქართველოს ათი ათასიანი ჯარის ტოლი სამხედრო ძალა. სად გამოიხატება არაპროპორცია?

აგრესორმა დამამცირებელი მარცხი განიცადა ბრძოლის ველზე და მაშინვე გადაიტანა ბრძოლა საინფორმაციო სივრცეში. რეალურმა ომმა გადაინაცვლა ეკრანებზე, გაზეთების ფურცლებზე. ის ვირტუალური გახდა. აქ გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც უფრო ოსტატურად მოიტყუება. აქ საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მოწინააღმდეგეებს შორის მაშინვე გამოუჩნდა ადვოკატები, რომლებმაც ანტირუსულ თემაზე თავიანთი შემოქმედებითი კარიერა ააწყვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100