RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მთავარი დემოკრატიზატორი ახდენს განათლების ლიბერალიზაციას

09.12.2009  |  15:25

4811.jpegსაკართველო საკადრო "კარუსელს" მიჩვეულები არიან. მინისტრებს ხელთათმანებივით ცვლიან - წელიწადში რამდენჯერმე. ჟურნალისტები, რომლებიც აქვეყნებენ კულუარულ ინფორმაციებს, უკვე დიდი ხანია წინასწარმეტყველებნ მორიგ გადაწყობას და არც შეცდნენ. პირველი მერცხალი დიმიტრი შაშკინი აღმოჩნდა. მთავარი დემოკრატიზატორი - სწორედ ასე უწოდებდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს - ახლა კი ის განათლების სფეროს მოკიდებს ხელს.

დიმიტრი შაშკინი საქართველოს თანამედროვე პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. თებერვალში, როდესაც ქვეყანაში დაიწყო სახელმწიფო აპარატს რეფორმირება - სამინიტროები ერთიანდებოდნენ და იქმნებოდა ახლები, ის სათავეში ჩაუდგა ახალ სამინისტროს: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისას. პრეზიდენტმა დიმიტრი შაშკინს დაავალა "დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის" კოორდინაცია და ოპოზიციასთან დიალოგის წარმოება.

თავად შაშკინი არის საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი რუსი წარმომადგენელი და ის მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად. ის თავს უწოდებს "პროფესიონალ მენეჯერს". ის იყო საქარტველოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კოორდინატორი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველა პარტიასთან, მათ შორის ოპოზიციურებთანაც. ასე რომ საგაზაფხულო საპროტესტო აქციების დროს პრეზიდენს სწორედ მისი იმედი ჰქონდა, როდესაც ოპოზიციასთან დიალოგი დაავალა.

ხელისუფლების ოპონენტებმა შაშკინის მთავრობაში მისვლა თავიდანვე დიდი კრიტიკით შეაფასეს. ოპოზიცია უკმაყოფილო იყო: წარმოგიდგენიათ - მთავარ ზედამხედველი დაკავდება დმეოკრატიული რეფორმებით და დაიწყებს სააკაშვილის ოპონენტებთან საერთო ენის ძებნას. ოპოზიციონერები კრიტიკას არ იშურებდნენ, მაგრამ ამას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია სიტუაციაზე.

მუშაობის დროს ახალგაზრდა მინსტრმა, რომელიც 34 წლის არის, ხელი მოჰკიდა პენიტენციალური სისტემის ლიბერალიზაციას. სექტემბერში დაიწყო ახალი პროექტი - პატიმრებს დასავლური წესების მიხედვით შვებულებაში გასვლს უფლება მისცეს. რა თქმა უნდა ყველას არა, მხოლოდ მათ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ვინც სამაგალითოდ იქცეოდა.

ქართული ტელეკომპანიები გამუდმებით უშვებდნენ სიუჟეტს, სადაც ასახული იყო შაშკინისა და გაშვებული პატიმრების შეხვედრა, რის შემდეგაც მსჯავრდებულები ოჯახებში წავიდნენ.

ნოემბრის ბოლოს შაშკინმა ონლაინ რეჟიმში უპასუხა მოსახლეობის კითხვებს. კითხვები მიდიოდა სამინისტროს სპეციალურ ვებ-გვერდზე - "თქვენს კითხვებს პასუხობს მინისტრი".

კითხვები ძირითადად ეხებოდა მსჯავრდებულების ცხოვრების პირობებს, მათ კვებას და სამედიცინო მომსახურებას, ასევე პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას და შეწყალებას. მათ შორის იყო ასევე შეკითხვა საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გადმოყვანის შესახებ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მინისტრი ცდილობდა დაემსახურებინა პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100