RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გუანტანამოს მეთოდები ოსი ტყვეებისათვის

10.12.2009  |  10:10

4819.jpegორმა ქართველმა მოზარდმა, გათავისუფლებისთანავე აუწყეს ჟურნალისტებს, თუ როგორ სცემეს ისინი ოსებმა, ციხეში გადაყვანამდე. ქართული საინფომრაციო სააგენტოები და მასმედია ერთმანეთს ასწრებდნენ ბიჭების ციტირებას. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებულმა ოსმა ტყვეებმა, გაცილებით უფრო საშინელი ისტორიები მოყვნენ, იმაზე თუ რა ხდებოდა ქართულ საპყრობილეებში. მაგრამ, ამის შესახებ საქართველოში სდუმან.

ტირძნისელი ბიჭები, გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე, როგორც კი გაანთავისუფლა ცხინვალის სასამრთლომ და მათ საქართველოს საზღვარი გადალახეს, დაკითხულნი იქნენ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მიერ.

მათი თქმით, ოსებმა დაიჭირეს ისინი და თითქოს, მათ ზურგჩანთებში ხელყუმბარები ჩადეს და სცემეს. მაგრამ, ამას მერე მათ აღარ შეხებიან. ოსეთის იზოლატორში, მათთან ერთად ორი თანასოფლელი მეგობარიც აღმოჩნდა ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური, რომლებსაც ოსეთის სასამართლომ ერთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ჯერ კიდევ ცხინვალში რჩებიან, ედუარდ კოკოითის მიერ დაპირებული შეწყალების მოლოდინში.

ოთხივე მოზარდს, ცხინვალში კარგად ექცეოდნენ, ნორმალურ საჭმელს და აუცილებელ მედიკამენტებს აწვდიდნენ.

გაცილებით უფრო მეტად საშინელი ბედი ეწიათ ოსებს, რომლების გათავისუფლებაც მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ტომას ხამერბერგის ძალისხმევით მოხერხდა.

მან გორიდან, ცხინვალში ხუთი ტყვე ჩაიყვანა: გასული წლის 8 ოქტომბერს დაპატიმრებული, 35 წლის ახალგაზრდები იბრაგიმ ლალიევი და ლავრენტი კაზიევი, რამოდენიმე დღით გვიან დაპატიმრებული 50 წლის პავლიკ ტეხოვი და 67 წლის იაკოვ ტეხოვი, ასევე 36 წლის ვლადიმერ ევლოევი, რომელიც 2009 წლის 31 აპრილს დააკავეს.

„ეს ადამიანები რამოდენიმე თვის წინ დააპატიმრეს, შემდეგ ისინი ოფიციალურად გაანთავისუფლეს, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო კერძო სახლში აკავებდნენ. მათ მიმართ აფსოლუტურად უკანონოდ მოქმედბედნენ და ბუნებრივია, რომ ოსური მხარე აყენებდა მათი გათავისუფლების საკითხს",- განუმარტა რუსულ მასმედიას, ქართველმა კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ოფიციალურ დონეზე, ოს ტყვეებზე საუბარი არავის სურდა. საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გაოცებაც კი გამოხატა, ვითომც და არც არაფერი იცოდა მათი არსებობის შესახებ.

იბრაგიმ ლალიევმა ჟურნალისტების თხოვნით მოყვა, თუ როგორ დააკავეს ის, როგორ აიძულეს ბრალის აღიარება და როგორ საშინელ პირობებში ჰყავთ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები დამწყვდეული, ქართულ ციხეებში.

მისი თქმით, ოსები (ხუთნი) ნათესავთან მიდიოდნენ ოსურ სოფელ არცევში, მაგრამ გზად ქართულ სოფელ დიცთან, ისინი ქართული პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა დააკავეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100