RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ”აღმოფხვრილი” კორუფციის შესახებ

11.12.2009  |  10:27

4828.jpegგასაოცარია: საქართველოში კორუფცია, პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს, მაგრამ იუსტიციის სამინიტრო დღეს რატომღაც, ანტიკორუფციულ სტრატეგიას განიხილავს. კორუფცია არ არსებობს, მაგრამ ყოველ კვირას ქრთამის გამო იჭერენ ვინემს, ოპოზიცია კი მთავრობას ადანაშაულებს ამ სარფიანი საქმის მითვისებაში.

საქართველოში დღეს, ნაციონალური ანტიკორუფციული სტრატეგიის, საბოლოო ვარიანტს განიხილავენ. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამო შეიკრიბნენ: იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს, ფინანსთან სამინისტროს, უმაღლესი სასამართლოს, პარლამენტის, კონტროლის პალატის, ნაციონალური ბანკისა და ასევე სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რაღათქმაუნდა ჟურნალისტებიც იქ გახლდნენ.

უცნაურია საქართველოში, ასეთი გაცხოვლებული ინტერესი კორიფციისადმი, რომელიც პრეზიდენტმა არაერთხელ გამოცხადა დამარცხებულად. ყველა შესაძლო ტრიბუნაზე, ქვეყნის ინვესტორებისა და ფინანსური დონორებისთვის რეკლამირებისას, მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ბოლო მოუღო ჩინოვნიკებისა და პოლიციელების თვითნებობას.

ეს ფრიად სადავო თეზისი, უკვე მთელმა მსოფლიომ აიტაცა და აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმის გამო, თუ ჩინოვნიკები, რომლებსაც თითქმის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ თოკავენ, როგორ გაამათრახა ამერიკის აღზრდილმა. სააკაშვილმა კი ეს, როგორც ამბობენ შესძლო.

ამ დღეებში, ის კვლავ შეეცადა საკუთარი იმიჯის აემაღლებას, იმით რომ, თითქოს და საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის საკითხში "ნომერ პირველია" მსოფლიოში. და რომ, პროგრესი ამასთან მიმართებაში გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ასახავს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ორგანიზაცის მიერ, გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსი"

წელს საქართველომ, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ექსპერტთა შეფასებით 4,1 ბალი მიიღო და 66 ადგილი დაიკავა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. შარშან, კორიფციის მაჩვენებელი, კიდევ უფრო მაღალი იყო, ქულების რაოდენობა - 3,9-ზე ოდნავ ნაკლები.

მაგრამ, სააკაშვილს უბრალოდ "კარგოსნობა" არ სურს, ის საკუთარ თავს "ფრიადოსანს" უწოდებს, კორიფციასთან ბრძოლის საქმეში. "ეს სააკაშვილის ფიარი კი არ არის, როგრც ამას ფიქრობს ზოგიერთი გაცხარებული ადამიანი,- პრეზიდენტის ციტირებას ახდენს Civil.ge.- ეს რეალობაა. ევროპული ბანკის გამოკვლევებით, ჩვენ ერთერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების სამეულში შევდივართ და ეს ყველაფერი ჩვენ იმას გვაძლევს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი მტრებიც არ უნდა გვყავდეს, როგორი პოლიტიკური ამბიციებიც არ უნდა არსებობდეს ქვეყნის შიგნითაც და გარშემოც, ქვეყანა მაინც ვითარდება".

ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა იმ ცერემონიაზე გააკეთა, რომელზეც გზების მშენებლობისათვის, რამდენიმე პიროვნება დააჯილდოვა. სხვათაშორის, ოქტომბრის ბოლოს კორუიფციას სამშენებლო კომპანია "მშენ-07"-ის დირექტორის, გიორგი დიდებაშვილის "თავი შეეწირა". ის 700 ათასი ლარის მითვისებაში დაადანაშაულეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4 მილიონიდან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100