RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჯერჯოერობით განსხვავებულ ენებზე

14.12.2009  |  10:05

4838.jpegამ ბოლო დღეებში გაჩენილი იმედების მიუხედავად, როგორც ჩანს რუსეთის ურთიერთობები, მის ამიერკავკასიელ მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებულად არ შეიცვლება, ამ უახლოეს მომავალში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ გამოხატა, რომ მზად არის გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. პრეზიდენტი მედვედევი გაგებით მოეკიდა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვებს, იმის თაობაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენა, შესაძლებელია თუ არა სავიზო რეჟიმის შერბილება და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება.

ჯამში სამი კითხვიდან, ორი რუსეთის ლიდერმა "ყოფით" საკითხებს მიაკუთვნა და უპასუხა, რომ "ქართული პროდუქცია, ზუსტად ისევე უნდა გაიყიდოს და მიიღებოდეს რუსეთის ბაზარზე" როგორც სხვა ყველა დანარჩენი, საავიაციო კავშირის სრულიად შესაძლებელია აღდგეს - არაფერი არარეალური ამაში არ არის. სირთულეები მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებითაა. ეს საკითხი - უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და მისი სწრაფად მოგვარება, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია.

უნდა აღნინიშნოს, რომ მზეობელ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობებზე, სულ ცოტა ხნის წინ პრემიერმა ვლადიმერ პურინმაც ისაუბრა, ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე.

რამდენად რეალუია ამგვარი პერსპექტივები?

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ჯერ ადრეა რუსეთის და საქართველოს რეალურ დაახლოებაზე საუბარი. დიმიტრი მედვედევის განცხადება, ექსპერტების აზრით, ქართველი ხალხისადმი იყო მიმართული.

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის მეშვეობით, საჩქაროდ გამოაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან ავია-კავშირი განაახლოს და საკონტროლო გამშვები პუნქტი "ზემო ლარსიც" გახსნას, მაგრამ, ამგვარი რეაქციისადმი მაინც სიფრთხილეა საჭირო. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე გამოსვლისას, ბონში, კვლავ გაიმეორა, რომ "ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, კვლავ რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული".

ნორმალიზაციისკენ მიმართული რა ნაბიჯების გადადგმაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ბატონი სააკაშვილი, სასოწარკვეთილი, ხელების მტვრევით ცდილობს ევროპული აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ "თავისი აგრესიითა და პროვოკაციებით (რუსეთი) ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის განადგურება ცდილობს".

შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, საკუთარი პატრონის რეაქციის გაშუქებისას მდვედევის განცხადებაზე, თავი ვერ შეიკავა და წაკბინა რუსეთი.

"შეზღუდვები თავად რუსეთმა შემოიღო, როდესაც თავიდან სავიზო რეჟიმი დააწესა, შემდგომ კი გააუქმა ის. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული პროდუქცია საქართველოში შეზღუდვების გარეშე შემოდის, არანაირი ემბარგო მას არ ემუქრება, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში, თუ კი რათქმაუნდა ისინი არ არიან დაკავშირებულნი სპეც-სამსახურებთან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100