RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული საგარეო საქმეთა სამინისტრო ტყუილში ამხილეს

15.12.2009  |  10:08

4850.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ტყუილში ამხილეს. ფრანგი პარლამენტარების წინაშე მან განაცხადა, რომ სომეხი აქტივისტი ვაან ჩახალიანი ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს. ის ხომ სულ სხვა ბრალდებით გაასამართლეს. სომხურმა ორგანიზაციებმა უკვე დაადანაშაულეს ვაშაძე დეზინფორმიაციაში.

როდესაც ადამიანები ვერ პოულობენ თავიანთი საქციელისთვის გამართლებას, ისინი გულღია ტყუილს მიმართავენ. როფრსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს საფრანგეთში დაუსვეს კითხვა სომეხი აქტივისტის ვაან ჩახალიანი შესახებ, მან მის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდების წამოყენებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

ჩვენ დეტალურად გვაქვს განხილული ვაან ჩახალიანის სასამართლო საქმე. ის სათავეში ედგა ორგანიზაციას "ერთიანი ჯავახეთი" და გამოდიოდა რეგიონში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობის ამაღლების მოთხოვნით, მას სურდა, რომ თანაბარი უფლებები ჰქონოდათ ქართველებსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებეს. 2005 წლის შუაში მუნიციპალიტეტის ფუქნციები შეძრუდა ახალმა კანონმა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ეკონომიკურმა პრობლემებმა კი მოიცვა მთელი რეგიონი მას შემდეგ, რაც ახალქალაქიდან გაიყვანეს 62-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომელზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობდა.

2008 წლის ზაფხულში, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამკლავებოდა როგორს ოსურ სეპარატიზმს, ისე სომხებსაც, რომლებიც თბილისის აზრით ზედმეტს ითხოვდნენ. 17 ივლისს ჯავახეთში აფეთქებების ხმა გაისმა, სომხებმა ამას მაშინვე სპეცსამსახურების პროვოკაცია უწოდეს. პოლიციამ დააკავა ვაან ჩახალიანი, მისი ძმა და მამა, იმ მიზეზით, რომ მათ ვითომ იარაღი უპოვეს სახლში. ორგანიზაციის მეორე ლიდერმა გურგენ შირინიანმა კი მოახერხა გაქცევა.

დეკემბერში შირინიანი გაასამართლეს "მკვლელობის" მუხლით 17 წლის თავისუფლების აღკვეთით. ვაან ჩახალიანი და მისი ოჯახი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოს სენახვასა და შესყიდვაში, მასობრივი არეულობის ორგანიზაცებაში და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. მისმა ძმამ და მამამ პირობოთი სასჯელი მიიღეს, თავად ვაანს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჩახალიანისთვის გამოტანილი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ყურადღება დაუთმეს ევროპარლამენტარმა სილვა გიიომმა და ფრანგმა სამართალდამცავმა ფილიპ კალფაიანმა სასამართლო მაინც აგრძელებდა ბრალდებულის უფლებების დარღევვას. კვლავ არ იყო შესაბამისი თარგმანი, არ დაუშვეს ფრანგი ადვოკატი და დღემდე არ ჩატარებულა იარაღის ექსპერტიზა. მაშინვე, 2008 წელს არ ინებეს ჩატარება ახლა კი თურმე ანაბეჭდებია წაშლილი. ასე რომ ლაბორანტებმა წარმოადგინეს დასკვნა მხოლოდ იმის შესახებ, რომ პისტოლეტს შეხება ჰქონდა ჩახალიანის შარვალთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100