მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
სასწრაფოდ გვესააჭიროება დისიდენტები!
15.12.2009 | 10:15ბატონი სააკაშვილის პროპაგანდისტულ უწყებას საკუთარი ტყავიდან გამოძრომა უწევს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმისთვის რომ რაიმე მოვლენა აღმოაჩინოს, რომელსაც ხელეწიფება მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს „ქართული დემოკრატიის ფასეულობებს", რაზეც ყურადღებას გაამახვილებდნენ ამ „ფასეულობებს" მოწყურებული რუსეთის მოქალაქეები, უფრო სწორად ყოფილი სსრკ-ს. თუმცა, აღსანიშნავი ის არის, რომ ამ მაიაკოვსკის მიერ ნაქებ „გასახარ მხარეში", საკმაოდ იშვიათია ამგვარი საბაბი.
სწორედ ამიტომაც, საფრანგეთში მცხოვრები „რუსი დისიდენტის" ალექსანდრე ბონდარიოვის, პარიზში საქართველოს საკონსულოსთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვა, მიანიჭონ მას საქართველოს მოქალაქეობა - ნამდვილ სენსაციად აქციეს. ქართული მასემდია ასევე იტყობინებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება კიდევ ერთ რუს დისიდენტ ქალს - ეკატერინე ტიმოფეევას სურს.
ინტერნეტით ბონდარიოვის და ტიმოფეევას ვინაობის გარკვევამ, შედეგი ვერ გამოიღო. ბონდარიოვის შესახებ მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მან რუსეთი 30 წლის წინ დატოვა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო და საფრანგეთში დასახლდა. მაგრამ, 30 წლის წინ საბჭოთა კავშირი იყო, რომელშიც საქართველოც შედიოდა. და სწორედ მაშინ არჩია ბონდარიოვმა წარმტაც თბილისს, პარიზი. კიდევ რითია ცნობილი ეგრეთ წოდებული დისიდენტი ბონდარიოვი?
როგფორც ჩანს, არც არაფრით. იმიტომ, რომ ის რამენაირად მნიშვნელოვანი ფიგურა რომ ყოფილიყო, ინტერნეტში ის როგორც მინიმუმ ორ-სამ ათეულ საიტზე იქნებოდა მოხსენიებული. ახლა კი, ორიოდე ქართული პორტალი, გაჭირვებით იტყობინება იმის შესახებ, რომ საკუთარი გადაწყვეტილება ბონდარიოვმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს" დაუდასტურა. „დიახ, ვადასტურებ, რომ მივმართე საქართველოს საკონსულოს თხოვნით, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა. მოუთმენლად ველოდები, პრეზიდენტ სააკაშვილის შესაბამის გადაწყვეტილებას".- განუცხადა ბონდარევმა საინფორემაციო სააგენტოს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მიოქალაქეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს. შეგვიძლია ეჭვი არ შევიტანოთ იმაში, რომ ბატრონი სააკაშვილი მიანიჭებს „დისიდენტებს" ბონდარევს და ტიმოფეევას საქართველოს მოქალაქეობას, როგორც ადრე მიანიჭა გაქცეულ რუს ჯარისკაცებს - სერჟანტ ალექსანდრე გლუხოვს და რიგით დიმიტრი არტიომოვს, რომლებიც, როგორც მაღალფარდოვნად განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, „რუსული კედლიდან, თავისუფლებისკენ გამოიქცნენ".
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info