RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ყველა როდი აზროვნებს ავლაბრული ფორამტით

16.12.2009  |  12:41

4864.jpegჩიხი, რომელიც კავკასიური ხუთ დღიანი ომის შემდეგ შეიქმნა რუსეთ საქართველო ურთიერთობებში, მთელი გასული წლის განმავლობაში უცვლელად იყო შენარჩუნებული. მოსკოვს არ წამოუწყია ეს ომი, რაც დოკუმენტალურადაც დაადასტურა ევროკავშირის კომისიამ ტალიავინის თავმჯდომარეობით. თუმცა, თბილისში კვლავაც რუსეთს თვლიან აგრესორად და ოკუპანტად, რომელთან ერთადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაც კი არ ღირს.

ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ კულტურის მოღვაწეს, ვინც კი გაბედა რაიმენაირი კონტაქტი ჰქონოდა რუსეთთან, უმალ ქართველი ნაციის მოღალატედ გამოაცხადეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა პოლიტიკოსი არ იზიარებს ამ შეხედულებას.

ქართული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, დღესდღეობით ფრიად პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება და მას ყველა შანსი აქვს გაიმარჯვოს თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებში, თუ კი რათქმაუნდა ამგვარის ჩატარება შესაძლებელი იქნება ტოტალური დემაგოგიისა და გაყალებების პირობებში, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით იქნა არჩეული.

დღეს კავკასიის რეგიონს, მეზობელ სახელმწიფოებს და დასავლეთს, საქართველოს სახით სტაბილური, თანამიმდევრული, დემოკრატიული პარტნიორი სჭირდება. ეს პირობები, მოქმედების სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს, ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის, თვლის ირაკლი ალასანია.

„საქართველო უკვე შემდგარ დემოკრატიულ ქვეყანად, მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, ხელისუფლების თავისუფალი არჩევნების გზით გადაცემის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს. „ალიანსი საქართველოსთვის" დემოკრატიულ, ესეიგი ერთადერთ სწორ გზას ირჩევს სტრატეგიული კუთხით, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში გამოიხატება და ამჟამინდელ ხელისუფლებაზე არჩევნების გზით გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს",- განუცხადა ირაკლი ალასანიამ პოპულარული მოსკოვური ჟურნალის „ოგონიოკის" კორესპონდენტს.

და რას ფიქრობს ირაკლი ალასანია, გასული წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთში, რუსეთსა და სააქართველოს შორის, უნდობლობის დაძლევის პერსპექტივებზ,? თვლის კი, ის რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესის განახლება მოსკოვსა და თბილისს შორის?

„ჩვენს ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო,- ამბობს ირაკლი ალასანია.- იმისათვის რომ, გავთავისუფლდეთ წარსულის შეცდომებისგან, ჩვენ პირველ რიგში ის უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის. ყოველი მხარე უნდა ისწრაფვოდეს საკუთარი ინტერესების რეალიზებისკენ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვათა ინტერესების შელახვის ხარჯზე. ერთი რამ ნათელია - ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სურთ და პოლიტიკოსებმა ეს სრულად უნდა გაიაზრონ, ვიდრე რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100