RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეალურია კი ახალი ომი, ამჯერად ახალგორისთვის?

16.12.2009  |  12:46

4865.jpegრუსული მასმედია იტყობინება, რომ თბილისი, სამხრეთ ოსეთის ლენინგორის (ახალგორი) რაიონზე შეტევისთვის ემზადება. ნაკლებად რეალური სცენარია, მაგრამ ბოლომდე მისი გამორიცხვაც არ ღირს. მითუმეტეს, რომ სწორედ ახლა შეიმუშავებს მთავრობა ახალ სტრატეგიას, დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

რუსული საქმიანი გაზეთის „ვედომოსტის" წყარო საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინიტროებში რეალურად მიიჩნევს, საქართველოსთან ახალი ომის გაჩაღების საფრთხეს - ამჯერად ლენინგორის ( ახალგორის) რაიონის ხელში ჩასაგდებად, რომელიც 70 პროცენტით ქართველებითაა დასახლებული და გასული წლის ომამდე თბილისის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ რაიონის გარშემო ძლიერდება ქართული ჯარების დასწრება, ინტენსიურად ტარდება მათი როტაცია. ამავდროულად, უცხოელი ინსტრუქტორები, ქართველ სამხდროებს მთებში ომის ილეთებს ასწავლიან.

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი, რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, კავკასიაში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სტრუქტურა, სახელწოდებით „ომის გაკვეთილების შესწავლა". მისი მუშაობის შედეგია, თურქი სპეციალისტების მოწვევა „რეინჯერების ბატალიონის ფორმირებაში დასახმარებლად, რომლებიც ძირითად ბირთვად უნდა იქცნენ, საქართველოს მთიან რაიონებში სპეციალური ოპერაციის ჩატარებისას".

საქართველო უკვე იმაზე უკეთაა შეიარაღებული, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე იყო, ხაზგასმით აღნიშნა ნოემბერში რუსეთის საჰაერო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა. თავად საქართველოს ხელისუფლებამ კი, რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უწინდელი სამხედრო ძლიერება დაიბრუნეს.

ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს, აუცილებელი საომარი გამოცდილების შესაძენად გზავნის.

ასე რომ, არაფერია გასაოცარი იმაში, რომ არმიამ რომელმაც ბრძოლის წარმოება ნამდვილ ომში შეისწავლა და არა სასწავლო პოლიგონზე, საკუთარი ძალები ლენინგორის რაიონში მოსინჯოს. მითუმეტეს, რომ მრავალი ექსპერტი გასული წლის აგვისტოში გაოცებას გამოხატავდა, თუ რატომ წამოიწყო საქართველომ სამხრეთ ოსეთში ომი ზაფხულში, როდესაც იდეალური იქნებოდა ზამთრის პერიოდი, როდესაც რუსეთიდან მომავალი უღელტეხილები, თოვლით იქნებოდა ჩახერგილი. ახლა, ამ მხრივ მართლაც შესაფერისი დროა.

ამას გარდა, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ლენინგორის რაიონში გაპარტახებულია ქართული სოფლები და ათიათასობით ადამიანი გახდა იძულებული გამოქცეულიყო. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ადამიანები ნელნელა უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. რესპუბლიკამ უკან. დაახლოებით ექვსი ათასი ქართველი მიიღო. მაგრამ, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი უარყოფს ამ მონაცემებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100