RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მეისრეები ილ76-ისთვის

16.12.2009  |  12:52

4867.jpegსამხრეთ კორეიდან შრი-ლანკაში იარაღის გადატანის ბინძურ ისტორიაში გარეულები აღმოჩნდნენ საიარაღოს საქმეში დიდი ხნის პარტნიორები უკრაინა და საქართველო. ტაილანდში დაკავებული თვითმფრინავი ილ-76 ქართული აღმოჩნდა, მაგრამ ის მაღთვის უფლებით უკრაინას ეკუთვნოდა. გამოძიებას ჯერ არ პოვია ტვირთის მფლობელი, მაგრამ უკვე აშკარაა რომ საჰაერო ხომალდის არენდის რთული სქემა სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ აირიოს იარაღით მოვაჭრეთა კვალი.

ტაილანდის ხელისუფლებამ ამერიკის დაზვერვის მითითებით დააკავა იარაღით დატვირთული თვითმფრინავ ილ-76, რომელიც სამხრეთ კორეიდან შრი-ლანნკაში მიფრინავდა. უსაფრთხოების ორგანოებს ეჭვი აქვთ, რომ იარაღი შეიძლება გამიზნული იყო შრი-ლანკაში ტერორისტებისთვის ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.

თვითმფრინავის ეკიპაჟი დაკავებულია. მის შემადგენლობაში არის ყაზახეთის ოთხი მოქალაქე: ალექსანდრე ზრიბნევი, ვიქტორ აბდულაევი, ვიტალი შუმკოვი, ილიას ისაკინი და ბელორუსიის მოქალაქე მიხეილ პეტუხოვი.

გამოცემას The Nation მოჰყავს პეტუხოვის დაკითხვის მასალები. მისი თქმით, თვითმფრინავი გაფრინდა უკრაინიდან კორეაში. ფხენიანის გზაზე ეკიპაჟმა სამი გაჩერება შეასრულა - აზერბაიჯანში, გაერთიანებული არაბეთის ემირატებში და ტაილანდში - ეს ყველაფერი საწვავის მარაგის შევსებისთვის. მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა სამხრეთ კორეაში ტვირთი აიღო (35-40 ტონა შეიარაღება) , მათ აიღეს კურსი უკან. თვითმფრინავი ორჯერ უნდა გაჩერებული - ტაილანდში და შრი-ლანკაში. პირველივე გაჩერებისას ეკიპაჟი დააკავეს.

თავად საჰაერო ხომალდი დიდი ხნის განმავლობასი იყო ყაზახეთის საკუთრება, თუმცა ყაზახეთის ტრანსპრტისა და კომუნიკაციის სამინისტროს სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ რადილბეკ ადიმოლდამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ქართულ ავიაკომპანიას გადასცეს და ის ჩამოწერილია ყაზახეთის სახელმწიფო რეესტრიდან ჯერ კიდევ ოქტომბერში.

ქართულმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ იუარა. სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ განაცხადა, რომ დაკავებული ილ-76 არის ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიის რეესტრში გატარებული, მაგრამ ის რამდენიმე ხნის წინ უკრაინულ კომპანიას გადაეცა ლიზინგით. უკრაინის ხელისუფლებაც არ იყო აღფრთოვანებუი საიარაღო სკანდალში გახვევის პერსპექტივით. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი არ არის უკრაინული და თუკი ის ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვებულა ოდესმე, ეს საწვავის ჩასხმის მიზნით მოხდებოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100