RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის ”პოლიტიკური სასწაული”

16.12.2009  |  17:22

4873.jpegსანამ მთელი მსოფლიო ძლივსძლივობით თავს აღწევს კრიზისს, საქართველო, მისი ხელისუფლების განცხადებების მიხედვით, თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს წინს სამრეწვლო სფეროში. ამუშავდა დაწესებულებები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ფოთსა და ქუთაისში, იმავე სახის ზონის შექმნა იგეგმება რუსთავშიც...მაგრამ ტელეკამერებს კადრებს მიღმა დამთრგუნველი რეალობა რჩება.

ქართული ოპოზიციური მასმედიების ჟურნალისტებმა მოინახულეს საქართველოს ხელისუფლების მიერ "გაპიარებული" თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და აღშფოთებულები დარჩნენ "აყვავების" ინსცენირებით, რაც შექმნილი იყო ტელედეკორაციების მეშვეობით.

მაგალითად ავიღოთ ფოთის "წყალმომარაგების პროექტი", რომელზეც უკვე დაიხარჯა 27 მილიონი ლარი. მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეობდა ერთ-ერთ სოფელში წყალსადენის გაშვებაში. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მიერ გახსნილი ონკანიდან მართლაც წამოვიდა წყალი, მაგრამ მოგვიანებით ამ ფოკუსის გამეორება ვერავინ ვეღარ შეძლო: წყალი სპეციალურად საზეიმო პრეზენტაციისთვის ჩართეს. "ფოთის წყალსადენში" კი სულ მალე დაიჭირეს დირექტორები და 200-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. აყვავება სახეზეა.

ზუგდიდში სააკაშვილი იმავე "წარმატებით ჩაურთო 180 აბონენტს გაზი. ცისფერი აირი მხოლოდ სამმა ოჯახმა იხილა.

აგვისტოში სააკაშვილმა ფოთში გახსნა ბეტონის ქარხანა "პრაიმ ბეტონი". მასში ჩადებუია 2 მილიონი დოლარი, რომლის მეოთხედიც ადგილობრივი მეწარმეების ინვესტიციებია. ამას გარდა, პრეზიდეტნმა პირობა დადო, რომ იქ იმუშავებს 70 ქართველი, ახლა კი აღმოჩნა, რომ სამჯერ ნაკლები ადამიანი მუშაობს იქ.

ქუთაისში თავისუფალ იდუსტრიულ ზონას ქმნიან ეგვიპტელი ინვესტორები. მათი მისამართითაც გაისმა კრიტიკა იმაში, რომ ქარხნებში მუშაობენ უცხოელები და არა ქართველები. ამაზე კომპანიის მფლობელებმა განაცხადეს: ესენი ქართველები არიან, მაგრამ ეგვიპტეში სტაჟირების დროს გაირუჯნენო.

ამას გარდა, საპარლამენტო ოპოზიციაც კი შიშს გამოთქვამს, რომ თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში იმუშავებენ ტრეფიკინგის მსხვერპლები. ამის მიზეზი კი არის საგადასახადო სფერო, რომელსაც ამ ზონებში ხელისუფლება ქმნის.

ქრისტიან დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ მმართველი უმრავლესობის ყურადღება მიაპყრო იმაზე, რომ უცხოელი მუშახელის დაქირავება თავისუფალ ინდუტრიაში იმაზე 20%-ით ნაკლები დაჯდება, ვიდრე ქართველების. უცხოელები ხომ იქ არ გადაიხიდიან გადასახადებს, ქართველები კი ხელისუფლებას ამისგან არ გაუთავისუფლებია.

ეგვიპტელი ნვესტორები ქუთაისში ბევრი ქარხსნის გახსნას გეგმავენ. მათ შორის არის გერმანული კომპანია "კასტურიას" ქართული ფილიალი, რომელსაც აქვს "მან"-ის სატვირთო მანქანების წარმოების ლიცენზია. ვის რაში სჭირდება ქართული წარმოების გერმანული სატვირთოები თანაც კრიზისის დროს, როდესაც ბევრი კომპანია საერთოდ კოტრდება? ეს უკვე ცალკე საკითხია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100