RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: პიარი სამშობლოსთვის დაცემულთა ხსოვნაზე

17.12.2009  |  09:51

4879.jpegქუთაისში ანადგურებენ დიდების მემორიალს, რომელიც მიძღვნილი იყო დიდი სამამულო ომში გამარჯვებული საბჭოთა ერისადმი, იუწყება ქართული მასმედია. ოპოზიციამ ამას ნადალიზმი უწოდა. ახლანდელმა ხელისუფლებამ ახლა ძეგლებთან ომი დაიწყო. ამ დაავადებით უკვე დაავადდნენ ბალტიისპირეთში, უკრაინის დასავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრა, როგორც ჩანს, ავადმყოფობის რეციდივმა საქართველოც მოიცვა. უფრო სწორად მისი ლიდერი, რომელიც გამუდმებით დიდებას ეძებს, მართალია ბრძოლის ველზე არა, მაგრამ ძეგლებთან ბრძოლაში კი.

არადა თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო - სახელისუფლებო სტრუქტურების გაფანტვის გეგმით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ მიზნით გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის გადატანა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. თუმცა ამას ფარული აზრიც გასდევდა: სააკაშვილს სურდა ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო როგორმე გაერიდებიან გაუთავებელი საპროტესტო აქციებისგან. დამყოლმა საპარლამენტო უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, თანხმობა მისცა პრეზიდენტის ინიციატივას და პროცესი დაიწყო.

ახალი შენობის აშენება გადაწყვიტეს ზუატს იქ, სადაც ცნობილმა მოქანდაკემ მერაბ ბერძენიშვილმა ააგო ფაშიმზე გამარჯვების აღსანიშნავი ქანდაკება. ამ დღეებში დაიწყეს ამ მონუმენტის დემონტაჟი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ან წლებში აიგო. ხელისუფლების ამ ქმედებაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას. დავიღ ბერძენიშვილმა ამას ვანდალიზმი უწოდა.

"ეს ვანდალიზმია და ავტორიტეტების უარყოფის ასეთი იდეოლოგია არის საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების განმასხვავებელი თვისება",- განაცხადა მმან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში. როგორც დავით ბერძენიშვილმა თქვა, ოპოზიციამ იმედი აქვს, რომ საქართველოს პრლამნერო, რომლის შენობისთვისაც ახლა ქუთაისში ადგლს ასუფთავებენ, "ვერ მოასწრებს იქ გადასვლას, ან სულ ცოტა ხანს დაჰყოფს".

საქართველოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იბრძოდა სამამულო ომის ფრონტზე და ბევრმა მათგანმა სიცოხლე გაწირა. ამიტომაც ქუთაისი მემორიალის განადგურებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.

"ეს მემორიალი თავისი მასშტაბურობით მამაევის გორას ჰგავს. ახლა მე ზუსტად მის გვერდით ვიმყოფები და ვხედავ, რახ აქ ხდება: ახდენენ მის დემონტაჟს. გარშემო შეიკრიბა აღშფოთებული ხალხი,- განაცხადა გელათის სასულიერი აკადემიის ისტორიკოსმა მალხაზ კაკუშაძემ.- მე მივედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გავეცანი მათ, დავუსვი კითხვა და მიპასუხეს, რომ არსებობს ოფიციალური ნებართვა და ამ ქანდაკებას ააფეთქებენ. ეს ასეა ჩაფიქრებული: სააკაშვილს სურს სტალინის დანატოვარის თავიდან მოშორება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100