RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სიტყვიერი შეტევა რუსთაველის გამზირიდან

18.12.2009  |  10:13

4890.jpegსაქართველოს პარლამენტმა როგორც იქნა მიიღო რუსეთზე ჩივლის მიმართვა მსოფლიოსადმი. დოკუმენტს ჯერ კიდევ გასულ კვირას ამზადებდნენ, მაგრამ ყველაფერი აურია დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლებელია ურთიერთობების დათბობა. თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ ნაურუს მიერ ქართველ პარლამენტარებს გამბედაობა დაუბრუნა.

ჩაწყნარდა კამათები ეუთოში, ერთ ადგილას გაჩერდა ჟენევის პროცესი... რთული ააიძულო მსოფლიოს კვლავ საქართველოზე ალაპარაკება. არადა მისი მთავარი სატკივარი, დაკარგული ტერიტორიები, ხომ ჯერ კიდევ არ განკურნებულა და თბილისმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეტია ვერბალურად ამერიკისა და ევროპისთვის.

ახლახან პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება, რომელში მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებისკენ. თბილისში ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისეთივე სივერენული რესპუბლიკები გახდა, როგორიც თავად საქართველოა, ამიტომაც განცხადებაში დეპუტატები მღელვარებას გამოთქვამენ "რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული უკანონო ქმედებების თაობაზე".

რას გულისხმობენ ისინი? თუკი ქართულ გაგებას მივყვებით, მაშინ დეპუტატები რუსეთს აკრიტიკებენ "ხალხის გატაცების, ოკუპირებული ტერიტორიებს საზღვრებზე კედლის აგების და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრების შიგნით ჯარის შეყვანის გამო". როგორც პარლამენტარები წერენ, ეს ყველაფერი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფინდამენტურ პრინციპებს.

რუსეთის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, მაშინ საქართველო უკმაყოფილოა ახალი რესპუბლიკების საზღვრებზე შექმნილი სასაზღვრო რეჟიმით და წინააღმდეგია იქ რუსი სამხედროების ყოფნისა. თუმცა ასეთი მხარდაჭერა მოსკოვის მხრიდან აუცილებელია ყოფილი ქართული ავტონომიებისთვის, რომლებიც თითქმის ოცი წლის განმავლობაში იცავდნენ თავიანთი სუვერენიტეტის უფლებას.

ამ განცხადებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღემდე ფიქრობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისე უბრალოდ აღიარა, რომ შეიძლება ყველაფრის უკან დაბრუნება და დახოცილი ხალხის მკვდრეთით აღდგომა, თითქოს შეიძლება მოსკოვიდან წამოსული ერთი მითითებით აფხაზებისა და ოსების ნდობის დაბრუნება.

არადა მხოლოდ 2008 წლის აგვისტო ხომ არ ყოფილა. იყო ქართველი ნაციონალისტების შეტევა ცხინვალზე, 1989 წელს, როდესაც მათ სურდათ ოსებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ქართულ მიწაზე ცხოვრობენ. დახვრიტეს ოსი ლტოლვილები ზარის გზაზე, დამნაშავეები კი არავის დაუსჯია. 2004 წელს სამხრედრო ტექნიკაც შეიყვანეს სამხრეთ ოსეთში. მსგავსი "შავი თარიღები" აფხაზეთშიც ბევრია და ამის დავიწყება ხალხს ვინმეს ბრძანებით არ შეუძლია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100