RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”მოხვდათ” თუ არა ქართველებს ბრიუსელში?

18.12.2009  |  10:14

4891.jpegდღეს ქართული დელეგაცია ევროკავშირს აბარებდა ანგარიშებს საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ. თუკი ბრიუსელში ყუარდღებთ ადევნებენ თვალყურს ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ ეცოდინებათ კიდევაც ოპოზიციის დევნის, ეროვნულ უმცირესობებზე ზეწოლის და ოსი მძევლების აყვანის შესახებ. მაგრამ აშკარაა, რომ თავის საყვარელ ქვეყანას ევროკავშირი სახალხოდ არ დატუქსავს. ამიტომაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართულ ხელისუფლება სურს და ცოტნე გამსახურდიაც ციხეში დარჩება, მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა.

დღეს ბრიუსელში შედგა დიალოგი საქართველოსა დაევროკავშირს შორის ადამიანთა უფლებების დაცვაში არსებული პრობლემების შესახებ. ასეთი შეხვედრები ტარდება წელიწადში ორჯერ, იმავე პერიოდულობით ადგენს საქართველოს სახალხო დამცველი მოხსენებას.

ბოლო შეხვერაზე ევროპელებმა ხელისუფლებას ურჩიეს ყურადღება მიექცია მასმედიის თავისუფლებისთვის და ლტოლვილების უფლებების დაცვისთის.

გავიდა ნახევარი წელი და ყველაფერი მაინც უცვლელია. ოპოზიციური ჟურნალისტები ჩივიან დაფინანსების უქონლობაზე და ხელისუფლების მხრიდან ხეწოლაზე, რადიკალური პოლიტიკოსებს კი ძველებურად არ მიუწვდებათ ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერზე. აფხაზეთის დევნილების "პირველი ტალღა" ძველებურად უსახლკაროა.

ამ დარღვევების გარდა კიდევ უამრავი არსებობს, რომელთა გამოც ევროპელებმა უნდა გაკიცხონ ქართული ხელისუფლება. თავის ბოლო მოხსენებაში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დააფიქსრია ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონობების ნაწილი.

ძირითადად, მან განაცხადა, რომ საპროტესტი აქციების დროს პოლიციელები უკანონოდ იყენებდნენ რეზინისა და პლასტიკურ ტყვიებს. შედეგად მომიტინგეებმა მიიღეს სერიოზული დაზიანებები, ერთ-ერთმა მათგანმა კი თვალი დაკარგა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ გაეკიცხათ ასეთი პოლიტიკა, პარლამენტმა 17 ივლისს შემოიღო კანონპროექტი, რომელმაც არალეტალური იარაღის გამოყენება პოლიციის მხრიდან დააკანონა. ომბუდსმენი თვლის, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას.

ომბუდსმენის მოხსენებაში არ მოხვდა პოლიტპატიმრების საკითხი, რომლებმაც ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყეს სამ დღიანი შიმშილობა, ისინი ევროსაბჭოს ექსპერტთან შეხვედრად მოითხოვდნენ.

არ მოხვდა ასევე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის დევნის ფაქტი, მისი შვილი ცოტნე გამსახურდია დაკავებულია. ის მთელი თვე შიმშილობდა, მოხვდა საავადმყოფოში, მას გამოესარჩლნენ უკვე მისი ძმა კონსტანტინეც და კონდი ბაღათურიაც, მათ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

კონსტანტინე გამსახურდია თქმით. ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "მე თავდ ვარიდებდი სახალხო გამოსვლას, თუმცა ახლა სხვა გზა არ დარჩა და ამიტომ მე მივმართც პრეზიდენტს, რომ მან მოახდინოს შუამავლობა და ცოტნე გამსახურდია თავდებით გამოუშვან",- აღნიშნა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100