RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ღორის გრიპმა დაასუსტა ქართული ფარმაცევტული კომპანიები

18.12.2009  |  15:12

4897.jpegსაქართველო მიუახლოვდა ღორის გრიპის დაავადების პიკს. თუმცა ეპიდემიის შესახებ ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ. თუკი ამ ბოლო ხანებში დაფიქსირებული შემთხვევები არც ისე საგანგაშო იყო და მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, ბოლო კვირამ სამწუხარო სტატისტიკა აჩვენა. არსებობს მოსახლეობაში პანიკის რეალური საფრთხე, რადგანაც წამლები იმდენად გაძვირდა, რომ უმეტესობას მისი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ოპოზიცია შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, ეს უკანასკნელი კი თავის გამართლებას ცდილობს. როგორც ჩანს, განტევების ვაცის როლში ამჯერად ქართული ფარმაცევტული კომპანიები გამოვლენ.

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში საქართველოს ჯანმრთელობის მნისტრმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ეპიდემიის პირასაა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, "ეპიდემია არ დაწყებულა, მაგრამ ზღვარზე ვართ". მანამდე იმავე განცხადებით გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ტავმჯდომარე შოთა ცანავა. მისი თქმით, "ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც საფრთხე, რადგანაც ყოველწლიურად დეკემბერში გრიპის ეპიდემია ფიქსირდება".

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არაოფიციალუტრად ღორის გრიპით აგვისტოში ათასზე მეტი ადამიანი იყო დაავადებულ. ოფიციალურად კი 600 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ საქემ სტატისტიკურ ტოლობებში არ არის.

ბოლო კვირაში ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე გარდაცვალება დაფიქსირდა ამ დაავადების გამო. პირველი ლეტალური შედეგი დაფიქსირდა გასულ შაბათ, როდესაც დაავადების რთული ფორმების გამო გარდაიცვალა 27 წლის მამაკაცი. სამშაბათს გავრცელდა ცნობა სამი ქალის სიკვდილის შესახებ, ერთ-ერთი მათგანი ორსულად იყო. ექიმებმა ბავში გადაარჩინეს - ქლს საკეისრო კვეთა გაუკეთეს. შემდეგ ღორის გრიპის მსხვერპლი კიდევ ერთი ორსული ქალი გახდა, ამ შემთხვევაშიც მოხერხდა ბავშვის გადარჩენა. კლინიკებში გრიპის რთული ფორმების გამ წევს დაახლოებით 2 000 ადამიანი. ჯანმრთელობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემია შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსისგან დაავადებული იქნება ყოველი მეათე ადამიანი ქვეყანაში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ღორის გრიპით დაავადებულებს უფასოდ მკურნალობენ.

აქამდე ღორის გრიპის შემთხვევები საქართველოში მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობა და ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ასეთია მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა. ბევრი ექისმი თვლის, რომ ხელისუფლება მალავს საქმის რეალურ ვითარებას და სიკვდილის შემთხვევებს სხვა დაავადებებს აწერენ, მათ შორის მენინგიტს. რამდენიმე კვირის წინ, ასეთი განცხადებით გამოვიდა საქართველოს ჰომეოპათიის ცენტრის ხელმძღვანელი თინა თოფურია.

ამ ყველაფერმა მოსახლეობის მრელვარება გამოიწვია, რაც იმით გამოიხატა, რომ ბევრი წამალი ძალიან გაძვირდა. ზოგიერთ პრეპარატზე ფასის მატება ათას პროცენტს აღწევს. მარტო პირველ ნახევარში წამლები 2,5-ჯერ გაძვირდა. შესყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის უზარმაზაი სხვაობაა. მაგალითად, პრეპარატ "ტერაფლუს" ყიდულობენ 2 დოლარად და 80 ცენტად, აფთიაქში კი ის 9,5 დოლარი ღირს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100