RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსი ბიზნესმენის გამოწვევა

21.12.2009  |  10:02

4904.jpegსანკტ-პეტერბურგში ჩატარდა საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის საერთაშორისო კონფერენცია. გაზეთმა „კომერსანტმა" გამოქვეყნა ანგარიში ამ ღონისძიების შესახებ. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ხალხების მოსფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ, ამგვარად ფაქტიურად წამოიწყო საკუთარი წინასაარჩევნო ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის.

ღონისძიებას „რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა და „იმედის" ოპერატორიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ აუცილებლად გადასცემდნენ სიუჟეტის მასალას ტელეკომპანია „მაესტროს" და საქართველოს ტრელევიზიის პირველ არხს.

შეკრების მიზანი - დანაწევრეებული ქართული დიასპორების გაერთიანებაა, რომლებიც მსოფლიოდ სხვადასხვა მხარეებში არიან მომოფანტულნი, იმისათვის რომ მათ შეძლონ რეალური გავლენის მოხდენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

თებერვალში შექმნილმა ფორუმმა, საკუთარი არსებობის შესახებ განცხადება პირველად სოჭში გამართულ მაისის კონფერენციაზე გააკეთა. კონგრესის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა და სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე მისი დაყენება. ნეიტრალური, თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს შექმნა. ასევე, წამოყენებული იქნა წინადადება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ.

ალბათ, სწორედ ამიტომაც არის უკიდურესად ნეგატიური საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ახალი ორგანიზაციის მიმართ. თუმცა, კი ოფიციალურ თბილისს ყველაზე მეტად ამ ორგანიზაციის დამფუძნებლის, ალექსანდრე ებრალიძის საპრეზიდენტო ამბიციები აღიზიანებს.

ამ ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა, რომელსაც არაერთგვაროვანი წარსული აქვს და საქართველოში დაიბადა, მიხეილ სააკაშვილს მიმართა თხოვნით, მინიჭონ მას საქარეთველოს მოქალაქეობა, ვინაიდან სურს მონაწილეობა მიიღოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯერჯერობით კი, ის საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენაში. ბატონმა ებრალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, იქ გადავიდეს საცხოვრებლად, დაკავდეს პოლიტიკით, გამსცეს გაზეთი, გახსნას რადიო და ტელევიზია.

საკუთარი გეგმების შესახებ, პეტერბურგელმა ბიზნესმენმა დიდი ხნის წინ აცნობა ქართულ საზოგადოებას. 2009 წლის 30 მაისს, ქართულმა პროსამთავრობო არხმა „რუსთავი-2" პირდაპირი ეთერით გადმოსცა ინტერვიუ ალექსანდრე ებრალიძესთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100