RSS
на русском en in english
21.08.2018
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი მთავარი “გრინფისელის“ როლში

21.12.2009  |  10:06

საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი დიდი მონდომებით მსჯელობს ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც „საერთო ჰუმანურობისა და ფასეულობების დღესასწაულზე". უნებლიედ იბადება შეკითხვა: რატომ დაივიწყა ასე ადვილად სააკაშვილმა ჰუმანურობა, როდესაც ღამის თავდასხმა მოაწყო ცხინვალზე, პეკინში ოლიმპიური თანამშების გახსნისას? არადა ყოველგვარი ომების შეწყვეტა ოლიმპიადების დროს, ხომ ტრადიციაა, რომელმაც ჩვენამდე ძველი საბერძნეთიდან მოაღწია და მეორე სოცოცხლე ჰპოვა 1996 წელს ოლიმპიური მოძრაობის აღორძინებისას. ამასთან ერთად, 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებისას, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო, რომლის თანახმადაც პეკინში ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, შეჩერებული იქნა ყველა ომი და კონფლიქტი.

თუმცა სააკაშვილი, ოლიმპიურ ფასეულობებსა და ჰუმანიზმს, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იგონებს.

რათქმაუნდა, აფხაზური ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე, რაზეც დამატებითი გავლენა იქონია რესპუბლიკის ჩართვამ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაში, ის დუმილს ამჯობინებს. რატომღაც არც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის სიტყვებს აგდებენ რამედ, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს ეკოლოგიის დარღვევას და ამ საკითხთან დაკავშირებით, მკაცრი პოზიცია აქვს სახელმწიფოს ეკოლოგიურ სამსახურსაც.

ამასთან ერთად აფხაზეთის მონაწილეობით, სოჭში უკვე აშენდა მიწისქვეშა გვირაბი, უკვე არსებული რკინიგზის ქვეშ, მიმდინარეობის საკურორტო პროსპექტის დუბლიორის მშენებლობა, ქალაქში შექმნილი რთული სატრანსპორტო მდგომარეობის განსატვირთად. არადა ყველა ვინც კი ყოფილა რუსულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებაში, გამოცდილია აქვს თუ რა დამღლელი იყო სოჭიდან, ადლერის აეროპორტისკენ მიმავალი ერთადერეთი გადატვირთული მაგისტრალით მგზავრობა.

თუმცა მიხეილ სააკაშვილი, რათქმაუნდა არ აპირებს არანაირი ობიექტური ფაქტის აღიარებას, პირიქით მას სრულიად საპირისპირო გეგმები აქვს უახლოეს მეზობლებთან მიმართებაში. მათი დაკნინება. საქართველოს ლიდერი, სიხარულით იყენებს ტრიბუნად ყველა სახის საერთაშორისო ფორუმს, ეს გაეროს სხდომა იქნება თუ კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

თუმცა, საკმაოდ საეჭვოა, რომ სააკაშვილის გამოსვლებმა გამოხმაურება ჰპოვოს, საერთაშორისო ეკოლოგების გულში - საქართველოს პრეზიდენტის პერსონისადმი ნდობა, დასავლეთის მხრიდან ამ ბოლო ხანებში საგრძნობლად შეირყა. უბრალოდ ყველა ამჟამინდელი ბრალდება რუსეთის მისამართით, აგრესორის ბაგეებიდან, როგორადაც სააკაშვილი აღიარა ტალიავინის კომისიამ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ ცინიკურად ჟღერს.

 

ჩიგოევი რუსლან

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100