RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი მთავარი “გრინფისელის“ როლში

21.12.2009  |  10:06

4905.jpegთბილისი კვლავ ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გამო. რუსეთის სპორტული ფორუმის ბოიკოტის ორგანიზების რიგი უშედეგო მცდელობების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სხვა ტაქტიკის გამოყენება არჩია. კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებს ეხება, პრეზიდენტი მთავარი „გრინფისელის" როლში მოგვევლინა და მოწოდება წამოაყენა, კავკასიის ეკოსისტემის შენარჩუნების შესახებ, რომელიც ვითომც და აფხაზეთიდან ინერტული მასალების გატანის გამო ნადგურდება. მაგრამ, სააკაშვილს საკუთარი „ოლომპიური ცოდვები" როგორც ჩანს დაავიწყდა.

საქართველოს არასასიამვნო გამოხმაურებებით, სოჭში მზადების პროცესში მყოფი ზამთრის ოლიმპიადის შესახებ, ვერავის გააოცებ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა და მოსკოვის აქტიური თანამშრომლობა ამ ახალგაზრდა რესპუბლიკებთან, მოსვენებას არ აძლევს თბილისს. თანაც ერთი უკიდეურესობიდან მეორეში ვარდებიან ქართველი ორატორები - რუსეთის საკურორტო ქალაქის გამოგონილი ეკოლოგიური „საფრთხის" გამო და ასევე შეთხზულ ეკოლოგიზა ზრუნვით.

როგორც ცნობილია, წელს საქართველოს საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა დემოკრატიულ ქვეყნებს შესთავაზა, ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭს და საკუთარი პოზიციის მოტივირება უსაფრთხოების მოსაზრებებით მოახდინონ. რა საფრთხეებზე ლაპარაკობდა აკაკი მინაშვილი- დღემდე გაურკვეველია. მიწისძვრა შავიზღვისპირეთში პრაქტიკულად არ ხდება, იგივეს სამწუხაროდ საქართველოზე ვერ იტყვი. უფრო მეტიც, სოჭს შეუძლია თავი მოიწონოს სუფთა და ხარისხიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, მაგალითად კოლხეთის სამეფოს უძველესი დედაქალაქისგან ქუთაისისგან განსხვავებით, რომლის მერმაც ახლახანს დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, იმავე სააკაშვილის მხრიდან, ქალაქში არადამაკმაყოფილებელი სანიტარული სიტუაციის გამო.

ასეა თუ ისე, „ბოროტების ციტადელი" მინაშვილმა სწორედ სოჭში აღმოაჩინა, ამასთან ერთად კი პირობა დადო, რომ იჩივლებს საერთაშირისო ორგანიაციებში და როგორც სააკაშვილი აპელირებს მოხსენებაში, დამღუპველად შეიცვლა კლიმატი სამხრეთ კავკსიაში, რაც გამოიხატება გახშირებულ წყალდიდობებში, მეწყერში და ტყის მასივის ხანძრებში. ამ ყოველივეს მიზეზი კი, სააკაშვილის აზრით, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მშენებლობებისთვის ინერტული მასალების გაზიდვაა აფხაზეთიდან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100