RSS
на русском en in english
23.02.2018
არხივი სტატიები
სტატიები

კოკოითმა საკუთარი სულგრძელობით სააკაშვილი დააკნინა

22.12.2009  |  09:02

კიდევ უფრო მეტიც, საქართველოში აგრძელბდნენ კოკოითისთვის თავსლაფის დასხმას.

მასთან მოსალაპარაკებლად სამი ქართველი მოღვაწე ჩავიდა ცხინვალში - რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი, რეპორტიორი ვახტანგ კომახიძე და ომის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე მანანა მებუკე. ამ ვიზიტის გამო ოფიციალურმა თბილისმა ისინი ლამის მოღალატეებად გამოაცხადა, რომელბიც ეხმარებიან „კოკოითის კრიმინალური რეჟიმის" ლეგიტიმაციას.

თავის მხრივ ტომას ჰამერბერგმა, რომელიც გადაიღალა ოსების მხრიდან წნეხისგან, განაცხადა, რომ აღარ ჩავა ცხინვალში და ტელეფონით გააგრძელებს ურთიერთობებს.

ბოლოს და ბოლოს, ევროკომისარმა პირობა დადო, რომ შექმნის დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც დაკავდება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგული და მოტაცებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხის გამოძიებით.

მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა დათმობაზე ცხინვალი. 19 დეკემბერს ჰამერბერგი, მიუხედავად ადრე დადებული აღთქმისა, მაინც ჩავიდა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ - ზურაბ ნოღაიდელთან ერთად.

ექს-პრემიერის მონაწილეობა, მოზარდების გათავისუფლების მისიაში, არ ყოფილა შემთხვევითი. მან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უკვე სამჯერ მოინახულა მოსკოვი და რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა, ცდილობდა რაიმენაირი კონტაქტები მაინც დაემყარებინა, ორი ერთმანეთზე განაწყენებული ქვეყნის პოლიტ-ელიტებს შორის.

ახლა კი, ნოღაიდელი ედუარდ კოკოითთან გავიდა პირდაპირ კონტაქტზე, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა შეუქცევადია, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ".

ქართველი პოლიტიკოსი, შეხვდა რა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს და ტყვე ოსების დედებს, პირობა დადო რომ, მაქსიმალურ ძალისხმევას მოახამარებს დაახლოებოთ 40 სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გათავისუფლებას, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან.

ცხინვალში ამავ დროულადვე ჩავიდა, რუსეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ვლადიმერ ლუკინი, ვისი როლიც ნოღაიდელმა განსაკუთრებულად აღნიშნა.

ლუკინს არაერთი საყვედურის მოსმენა მოუწია, სამხრეთ ოსი იმ ადამიანების ბედისადმი საერთაშორისო საზოგადოების გულგრილობის გამო, რომელბიც ან უკვალოდ დაიკარგნენ ან საქართველოს ციხეებში სხედან. მაგრამ, ყველაფრის და მიუხედავად ომბუდსმენმა დაითანხმა ოსური მხარე კეთილი ნება გამოეხატათ, რათა მომავალში არსებობდეს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა, ტყვეების გაცვლის თაობაზე.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100