RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კოკოითმა საკუთარი სულგრძელობით სააკაშვილი დააკნინა

22.12.2009  |  09:02

4920.jpegტირძნისელი ბიჭები ცხინვალის ციხიდან, სამშობლოში დაბრუნდნენ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, საბოლოო ჯამში მაინც შეიწყალა ისინი, მიუხედავად ოსი დედების აღშფოთებისა, რომლეთა შვილებიც უკვალოდ არიან დაკარგულები ან საქართველოს ციხეებში, შეთითხნილი საქმეების გამო იხდიან სასჯელ.

ტირძნისელი მოზარდების დაპატიმრების ისტორიის კეთილად დასრულებას, ხელი შეუწყვეს: რუსეთის უფელბამოსილმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ვლადიმერ ლუკინმა, მისმა ევროპელმა კოლეგამ ტომას ჰამრებერგმა და ქართველმა ოპოზიციონერმა ზურაბ ნიღაიდელმა.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელმაც ერთი პირობა უარიც კი თქვა საკუთარი დაპირების შესრულებაზე, რომ შეიწყალებდა ოსეთის კანონმდებლობის დამრღვევებს - საბოლოო ჯამში დათმობაზე წავიდა. ლევან ხმიადაშვილთან და ვიქტორ ბუჩუკურთან ერთად, რომლებიც 4 ნოემბერს დააპატიმრეს, გათავისუფლებული იქნა, ჯერ კიდევ ზაფხულში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული 16 წლის გიორგი არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს სოფელ ტირძნისელი ოთხი მოზარდი, ცხინვალში დააპატიმრეს. ზურგჩანთებში მათ ასაფეთქებელი ნივთიერება უპოვნეს, რომლის წარმომავლობის ახსნაც მათ ვერ შეძლეს. ისინი საგამოძიებო იზოალატორში მოათავსეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის ბრალდებით.

მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო ამ საქმემ და მისმა განვითარებამ. თბილისმა ცხინვალი დაადანაშაულა ამ ბიჭების გატაცებაში და ყველა წამოყენებული ბრალდება გამოგონილად გამოაცხადა. დასაწყისში მოზარდებმა ყველაფერი აღიარეს, მაგრამ წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, უარყვეს საკუთარი ჩვენებები.

ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროკომისარი ტომას ჰამერბერგი ჩამოვიდა. თუმცა, კი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, უარი განაცხადა მოზარდების ასე ადვილად განთავისუფლებაზე.

იმ დღეს, როდესაც სასამართლო იყო დანიშნული, ჰამერბერგმა საქართველოდან ხუთი ოსი ჩამოიყვანა, რომლებსაც თვეობით აკავებდა საქართველოს ხელისუფლება აფსოლუტურად უკანონოდ, მომავალში ტყვეების გაცვლის მიზნით. ხო და ამჯერად ისინი გამოადგნენ კიდევაც.

სასამართლომ, ორ არასრულწლოვან ქართველს გიორგი რომელაშვილს და ალეკო ცაბაძეს პირობითი სასჯელი გამოუტანა და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. დარჩენილი ორი მოზარდის შეწყალება კი კოკოითმა, ჰამერბერგს 10 დღის განმავლობაში აღუთქვა.

თუმცა, ორი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა გადაიფიქრა. მან უარი თქვა ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ მოქმედებაზე. ვინაიდან ედუარდ კოკოითის შეწყალების მოლოდინში, ისინი არაფერს აკეთებდნენ საქართველოში დაკარგული სამი ახლგაზრდა ოსის მოსაძებნად, რომელთაგანც ყველაზე უმცროსი დაკარგვის მომენტისთვის 15 წლის იყო. მათი ნათესავები მოითხოვდნენ არ გაეთავისუფლებინათ ქართველები, ვიდრე თბილისი არ გადადგამდა შემხვედრ ნაბიჯს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100