RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლიტვური სკანდალის ქართული ექო

22.12.2009  |  09:05

4921.jpegამ დღეებში, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მოითხოვა საქართველოში წარგზავნილი ელჩის მეჩისა ლაურინკაუსის გამოწვევა, მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. კერძოდ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოს ლიდერმა, საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა. ერთი შეხედვით, ამ სკანდალურ საქმეში, არაფერია ისეთი რაც საქართველო ეხება. თუმცა, კი მთლად ასეც არ აღმოჩნდა. რატომ?

საქართველოდან ლიტვის ელჩის მოულოდნელი გაწვევა, მრავალმა ადამიანმა დიპლომატიურ სკანდალად აღიქვა. მითუმეტეს, რომ მიზეზად მისდამი ნდობის დაკრგვა დასახელდა. „უკვე ერთი თვეა რაც მე ეჭვი მეპარება ამ ელჩის საქართველოში ყოფნის საჭიროებაში და უკვე ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამაზე საუბარი შედგა. მე მსურს, რომ დიპლომატიური მოღვაწეობისას - დიპლომატებს არ დაავიწყდეთ, რომ ეს დიპლომატიური სამსახურია. თუ კი დიპლომატს პოლიტიკანობით უნდა დაკავდეს, მან სხვა პროფესია უნდა აირჩიოს".- განაცხადა გრიბაუსკაიტემ პრეს-კონფერენციაზე, გადმოსცემს რია-ნოვოსტი.

შეგახსენებთ, რომ მეჩის ლაურინკუსს დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტრი ეკავა. ის თბილისში აგვისტოს ომის შემდეგ მოხვდა. თანაც ის სასწრაფოდ გადაისროლეს ესპანეთიდან, სადაც დიპლომატიურ მისიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა, უშიშროების დეპარტამენტიდან წასვლისთანავე. თუმცა, ხალხში ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ „ორგანოებში" სამსახურიდან არასოდეს მიდიან.

ამჟამად, როცა ლიტვაში სკანდალი გაჩაღდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების არსებობის შესახებ, ირკვევა, რომ ლაურინკუსს თავის დროზე, სრულიად შესაძლებელია პირედაპირი კავშირი ჰქონოდა ამ აფერასთან და პრეზიდენტ როლანდას პაქსასის იმპიჩმენტთანაც. ეს უკანასკნელი სასტიკად წინააღმდეგი იყო ლიტვაში ამგვარი ციხეების გაჩენის, რისთვისაც, როგორც ახლა ირკვევა, დაკარგა კიდეც პოსტი.

იონფორმაცია იმის შესახებ, რომ 2004-2005 წლებში ლიტვაში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის საიდუმლო ციხეები ფუნქციონირებდნენ, ამერიკულმა ტელეარხმა ABC News გაავრცელა. ვილნიუსში ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ადგილობრივი პოლიტიკური მოღვაწეები უმალ შეუდგნენ მომხდარის უარყოფას და აცხადებდნენ, რომ მათთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. იმ დროინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც კი, ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

ახლა, ლიტვაში საპარლამენტო გამოძიება იღებს სტარტს. გუშინვე დაუჭირა სეიმმა მხარი პრეზიდენტ დალი გრიბუსკაიტეს დეკრეტს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პავილას მალაკაუსკასის „საკუთარი სურვილით" გადაყენების შესახებ. ოფიციალურად, მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი არ სახელდება, იტყობინება იტარ-ტასსი. თუმცა, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ავიდას ანუშკაუსმა ცხადად მიანიშნა იმაზე, რომ ეს ლიტვაში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო ციხეების არსებობის გამო ატეხილ სკანდალთანაა დაკავშირებული.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100