RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნარკომანების მეურვეობის ქვეშ მყოფი ქართველი ბავშვები

23.12.2009  |  10:57

4933.jpegნარკოტიკების მოახმრების გამო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ N27 სკოლის დირექტორი მიხეილ ფრუიძე დააკავა, იტყობინება ქართული მასმედია. დაპატიმრების დროს ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულმა უკვე სცნო საკუთარი ბრალი და აღიარა რომ, უკვე ორი წელია მოიხმარს ნარკოტიკებს.

ის ფაქტი რომ, ნარკომანი ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო დაწესებულებას და საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ჰყავდა ბავშვები - გამაოგენებელი ფაქტია. მაგრამ, როგორც ჩანს დღევანდელი საქართველოსთვის, სამწუხაროდ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ქვეყნის ხელმძღვანელსაც კი, მის უახლოეს გარემოცვაში მყოფი ადმიანები, ნარკოტიკების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამჟამად კი უკვე ოპოზიციონერი გიორგი ხაინდრავა ქართული ყოველკვირეულისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს: „მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სააკაშვილი ნარკომანია. და შიშველ სიტყვებად, რომ არ ჩამეთვალოს ეს განცხადება, მზად ვარ მასთან ერთად ჩავაბარო ლაბორატორიაში ანალიზი, სისხლში ნარკოტიკების შემცველობაზე".

პატარა ამიერკავკასიურმა სახელმწიფომ ყველა რეკორდი მოხსნა მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში და პირველ რიგში ჰეროინის, ყოველ ათას მოსახლეზე, მთელს პლანეტას წინ საქართველო მიუძღვის, სხვათაშორის ნარკომანების რიცხვის ზრდაშიც. მაგალითად, გაეროს საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტის შეფასებით, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, ნარკომანების რიცხვი საქართველოში 80 პროცენტით გაიზარდა!

„საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, რომელიც ზემოთ აღნიშნული გაეროს კომიტეტისა და აშშს ადმიანისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, ყოველი ათასი მოსახლიდან 17 ადამიანი ჰეროინის მომხმარებელია, რესპუბლიკა საგრძნობლად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს, სადაც ეს ციფირი ათას კაცზე 11-ია, ესტონეთი (10), დიდი ბრიტანეთი (5), იტალია(5), უკრაინა(2,9), საფრანგეთი(2,6), გერმანია (1,4).

ექსპერტების მოსაზრებით, ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში დღეს 80 ათას ადამიანს აღწევს, ეს ნარკოტიკი ეგრეთ წოდებული მძიმე ნარკოტიკების რიცხვს მიეკუთვნება, ვინაიდან გამუსწორებელ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე და ის ასევე პრაქტიკულად მომენტალურად იწვევს მიჩვევას. ჰეროინის მომხმარებლები სხვებზე ხშირად მიმრთავენ დახმარებისთვის ექიმებს - მათ რიცხვს სამდიცინო აღრიცხვაზე მყოფი 78 პროცენტიც მიეკუთვნება,- და სამწუხაროდ, სწორედ მათზე მოდის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელიც.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100