RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქუთაისში აფეთქებულ დიდების მეორიალს მოსკოვში აღადგენენ

24.12.2009  |  09:47

4953.jpegდიდების მეომრიალის აფეთქებამ ქუთაისში, რომლის დროსაც 8 წლის გოგონა და დედამისი დაიღუპნენ, საქართველოს, რუსეთისა და შორეული საზღვარგარეთის საზოგადოებრიობა ააფორიაქა. რუსეთის ქართველთა კავშირი გამოეხმაურა თანამემამულეთა თხოვნას, რომლენიც არ ფარავენ აღშფოთებას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალისადმი ასეთი ცინიკური დამოკიდებულების გამო - გადაწყდა უახლოე მომავალში საქართველოში მელიტონ ქანთარიას ძეგლი დაიდგას. ასევე რუსეთში ქართველთა კავშირის სახსრებით, განმეორებით აიგება დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ქართული მემორიალის ანალოგი.

დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში, 19 დეკემბერს ააფეთქეს. ამ ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილებას, რუსეთის სახელმწიფო დუმაში „დანაშაული" უწოდეს. რუსეთმა მოუწოდა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, მკაცრი რეგირება მოახდინონ ქუთაისში მომხდარ მოვლენებზე. უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „იუნესკომ" დასაჯოს საქართველო გამარჯვების ძეგლის განადგურების გამო, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, კულტურის და მეცნიერების ორგანიზაციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა წინადადება წამოაყენა, აიგოს ქუთაისში განადგურებული დიდების მემორიალის ასლი მოსკოვში.

„ჩვენი სპეციალისტების აზრით, ეს მემორიალი მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენდა. მაგრამ, საქმე რათქმაუნდა ამაში არ არის. ეს (დანგრეული ძეგლი) კიდევ ერთი მორიგი მცდელობა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების მახსოვრობიდან წაშალონ ხსოვნა საერთო, მათ შორის გმირული წარსულისაც. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებლად მიმაჩნია ამ ძეგლის აღდგენა, როდესღაც ერთიანი სახელმწიფოს დედაქალაქ - მოსკოვში",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, სამშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მომხდარის აღქმა ერთნაირია ქუთაისშიც, საქართველოშიც, რუსეთშიც და დასავლეთში. უდავოა, რომ ქართულ დიასპორას არ შეეძლო გვერძე გამდგარიყო.

რუსეთის ქართველთა პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ თანაგრძნობა გამოხატა, დიდების მემორიალის აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახების მიმართ, რაშიც საქართველოს მმოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულა. მან ამ ყოველივეს უპასუხისმგებლო საქციელი და ვანდალიზმის აქტი უწოდა.

მაგრამ, მხოლოდ სიტყვებს არ დასჯერდებიან, რუსეთის ქართველთა კავშირში. რუსეთში ხომ, მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს და მათი ბაბუებიც მონაწილეობდნენ დიდ სამამულო ომში და მრავალმა მათგანმა სიცოცხლე ანაცვალა ჩვენს საერთო გამარჯვებას. ისინი არ მალავენ თავიანთ განრისხებას, დაღუპულთა ნათელი ხსოვნის შეურაცხყოფის გამო.

კავშირის ოფისში მოდის წერილები, დიასპორის წარმომადგენლები ტელფონით უკავშირდებიან და კითხულობენ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის, გამოსწორება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100