RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თავისუფლების ქარტია - ორი უარყოფილი კანონი ახალი შეფუთვით

25.12.2009  |  10:36

4965.jpegგია თორთლაძემ საქართველოს პარლამენტს თავისუფლების ქარტია წარუდგინა. ეს სულაც არ არის სამოქალაქო უფლებების დაპირება, შუასაუკუნეების ქარტიის მსგავსად. საუბარია მხოლოდ პირობით დასახელებაზე იმ კანონპროექტებისა, რომლებიც ითვალისწინებს სეცსამსახურების გაძლიერებას და ყოფილი აგენტების, კომუნისტების და კომკავშირელების გამოვლენას.

"ეს ორი კაონპროექტი დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაერთიანებთ ამ ორ კანონპროექტს და პარლამენტში შეგვაქვს როგორც თავისუფლების ქარტია",- განუცხადა თორთლაძემ ჟურნალისტებს.

ერთო რომანტიკული სათაურის ქვეშ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკრიტიკებული კანონების გაერთიანების ბრწყინვალე იდეა თორთლაძეს ერთი კვირის წინ მოუვიდა. 16 დეკემბერს დეპუტატმა პირობა დადო, რომ ეს შერწმა ხელს შეუწყობს "სრულყოფილი საკანონმდებლო აქტის შექმნას".

გაერთიანების შედეგად არ იქნება ამოღებული "ლუსტრაციისა" და "პატროტული აქტის" არც ერთი პუნქტი, მათ შეიძლება კიდევ დამატებები დაერთოს",- თქვა თორთლაძემ.

მაგრამ დამატებეების გარეშეც კი, ეს ორი კანონპოექტი განხილვის ეტაპზეც კი დი კრიტიკას იწვევდა საქართველოში.

თორთლაძის ფრაქციაში "ძლიერი საქართველო" ამტკიცებდნენ, რომ კანონი მიმართულია ტეორიზმთან ბრძოლისკენ. ის ითვალისწინებს საქართველოს საზღვრების მონიტორინგს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ასევე ორივე რესპუბლიკის ტერიტორიებიდან შემოსული ტვირთის ჩხრეკას.

კანონპროექტი დიდი თანხების საბანკო გადარიცხვებსაც კი გააკონტროლებს.

მსგავსი აქტი მიიღეს ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. ია დააკაონეს სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენა, პირადი ელექტრონული მიმოწერის შემოწმება, კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების ამოღება, ასევე მისი ფინანსური მდგომარეობის შემოწმება.

საქართველოში, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ამ კანონს ხელისუფლბა თავისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ "პატრიოის აქტის" მიღება იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ აქტი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო უკონტროლოდ იმოქმედონ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ლევან ვეფხვაძეც დარწმუნებულია, რომ კანონი ოპოზიციის ინააღმდეგ იქნება მიმართული.

მანამდე ჩვენთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებამ ანალოგიური დოკუმენტის მიღება მოისურვა, ამის წინააღმდეგ ამერიკაშიც კი გამოვიდნენ, როგორც ჩანს, ქართული დემოკრატიის ნარჩენების შიშით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100