RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორ ქმნის ქართული აგიტპროპაგანდა ხრიპუნისგან აგენტს 007

27.12.2009  |  17:57

4975.jpegროგორც უკვე იტყობინებოდა GeorgiaTimes-ი, ორშაბათს კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურე ვიტალი ხრიპუნი სამხერთ ოსეთში განთავსებული საკუთარი სამხედრო ნაწილიდან, გადავიდა საქართველოში. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების დეზერტირობის.

რუსეთის მასმედია, სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ხრიპუნი კონტრაქტით მსახურობდა ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში განთავსებულ სასაზღვრო ნაწილში. „ის კვირა საღამოს წავიდა მთვრალი და იარაღით, -განუცხადა გამოცემა „კომერსანტს" სამხრეთ ოსმა ძალოვანმა.- რუსეთში, სადაც მას პასუხისმგებლობა ემუქრება დეზერტირობისთვის, ის ალბათ აღარ დაბრუნდება და როგორც ჩანს, ქართულ ტელეარხებზეც ხშირად გამოჩნდება".

და მართლაც ინფორმაცია რუსი დეზრტირის შესახებ, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საქართველოში, პროსამთავრობო ტელეარხმა „იმედმა" გაავრცელა. იტყობინებოდნენ, რომ ხრიპუნმა გაქცევა მსახურობის „აუტანელი პირობების" გამო გადაწყვიტა. სააკაშვილის მთავრობის მიმარეთ ლოიალურად განწყობილი მეორე ტელარხის „რუსთავი-2"-ის ვერსიით, 25-წლის ზემდგომის სამხედრო ნაწილიდან გაქცევის მიზეზი, მისი პოლიტიკური შეხედულებები გახლდათ.

ხრიპუნის შემდგომი განცხადებები საერთოდ დაულაგებელია და სრულ ბოდვას ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ძლიერი თავის ტკივილი აწუხებს ნაბახუსევს. დეზერტირი იტყობინება, რომ გაქცევის მიზეზი თითქოს და უფროსებთან უთანხმოება იყო. „ისეთ ბეძანებებს იძელვიან, მითუმეტეს ძეგლის აფეთქების შემდეგ (დიდების მემორიალი ქუთაისში), რომლებიც როგორც ქართველი, ასევე ოსი ხალხების ღირსებას შეურაცხყოფს. ეს დამცირებები სიტყვიერია, ფიზიკური - არ ყოფილა. არის კორუფციაც არმიაში, ქრთამები".- მისი სიტყვების ციტირებას ახდენს, ორი ქვეყნის მასმედია.

შემდეგ, რაც უფრო შორს - კიდევ უფრო მეტი. „მოსკოვსკი კომსომოლეცმა" ქართულ „ექსპერტთა კლუბზე" დაყრდნობით, რომელსაც „ფრიად კომპეტენტური ორგანიზაციის სახელი აქვს და შექმნილია საქართველოს სპეცხამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიერ, ყოფილი დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გენერალ ლევან კიკნაძის თაოსნობით", მათი ვერსიით ვიტალი ხრიპუნი საქართველოში სპეცდავალებითაა შემოგზავნილი.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100