RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თუ კი იქნება პირველი კავკასიური - მაშინ უბედურებას ვერ ავცდებით!

28.12.2009  |  09:13

4976.jpegსაქართველოს მაუწყებლობა ჩრდილოეთ კავკასიაზე, შესაძლოა დამღუპველი გახდეს რუსეთიში მცხოვრები ქართველობისათვის, თვლიან ოპოზიციურ პარტიაში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის". მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, დაკავდეს ანტირუსული პროპაგანდით და ამისათვის სახსრებსაც გამოჰყოფს, რაც სხვათაშირის ასე არ ჰყოფნით საზიგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის განვითარებისათვის. თბილისის წინაშე ხომ გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი პრობლემა დგას, ვიდრე მათი საკუთარი ინტერესებია, ანუ ფსონზე - რუსულ კავკასიაში მშვიდობაა.

ახალი ქართული ტელეარხის ეთერში, ალა დუდაევას მხურვალე გამოსვლების პატარა ნაპერწკლიდან, შესაძლოა ახალი კავკასიური ომი გაჩაღდეს. რაც ვერ შეძლო იარაღით ხელში გაეკეთებინა ჯოხარ დუდაევმა, მისი ქვრივი ახლა სიტყვით აპირებს ამის განხორცელებას. დააქუცმაცოს რუსეთი, დასაწყისისთვის კი კავკასია მოსწყვიტოს მას.

საქართველო, ისევე როგორც შარშან აგვისტოში, კვლავ თანახმაა პაიკი იყოს სხვის თამაშში. „პირველი კავკასიური არხის" პროვოკაციული მაუწყებლობის წინააღმდეგ, ჯერ მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია - „ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გამოვიდა, რომლის ლიდერიც ზურაბ ნოღაიდელი, ორმხრივი ურთიეთობების აღდგენისათვის აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვში.

ამ პარტიის დეპუტატისა და წევრის პეტრე მამრაძის აზრით, საქართველოს გადაწყვეტილებას, 2010 წლის დასაწყისში, ეთერში ჩაუშვას ამგვარი არხი, სერიოზული ზიანი მიყენება შეუძლია საქართველოსთვის.- გადმოსცემს ვზგლიადი.

„ეს არხი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმისათვის სჭირდება, რომ ზიანი მიაყენოს რუსეთს და მის ხალხს, მაგრამ თუ კი მისი მაუწყებლობა მართლაც გამოიწვევს რუსეთში და მის მოქალაქეებს შორის გაღიზიანებას, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის".- განუცხადა პეტრე მამრაძემ ჟურნალისტებს.

პოლიტიკოსმა შეხსენება გააკეთა, რომ რუსეთში ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს მილიონ 200 ათასი ქართველი და ამგვარი ანტირუსული პროპაგანადა, ნეგატიურად აისახება მათზე. „სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა დამღუპველი გახდეს საქართველოსთვის".- თვლის პარლამენტარი და თავად იდეას კი „კარიკატურულს" უწოდებს.

GeorgiaTimes-ი უკვე წერდა, რომ საქართველოსგან არ ღირს ტელე-ეთერში ველოდეთ გულახდილობას ან გულწრფელობას, არხის პირევლ პირებად მიწვეულნი არიან რუსეთის დაუძინებელი მტრები, რომელბიც ყოველნაირად აბუქებენ რუსეთის სახელმწიფოს მოღვაწეობას. მაგალითად - ოლეგ პანფილოავი და უკვე ზემოთ მოხსენიებული ალა დუდაევა. გაზაფხულზე „იჩქერიის დედოფალმა" თბილისს თხოვა, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. „მე მჯერა, რომ კავკასიაში მცხოვრები ხალხები, აისრულებენ სურვილს და მიაღწევენ დამოუკიდებლობას",- განაცხადა მან საქართველოში ვიზიტისას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100