RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი ვარსკვლავები მოსკოვში იწყებენ ნათებას

28.12.2009  |  09:16

4977.jpegთხუთმეტი წლის ანა ღიბრაძე საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ახალი ტალღა -2009"-ის გამარჯვებული გახდა, რომელიც წინასაახალწლო დღეებში ჩატარდა მოსკოვში.

15 წლის ქართველმა გოგონამ, კომპეტენტური ჟიური მოხიბლა საყოველთაოდ ცნობილი ქართული სიმღერით „სულიკო". ეს სიმღერა უკვე დიდი ხანია საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. აღმოჩნდა რომ: ვერც დრომ, ვერც საზღვრებმა და ვერც პოლიტიკამ ვერაფერი დააკლო ამ მარადიულ მელოდიას. შემსრულებელს, ყველაზე მაღალი შეფასებები მოსცეს: კომპოზიტირმა იგორ კრუტოიმ, სერგეი ლაზარევმა, ტიმატიმ, იულია ნაჩალოვამ და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა, რომლებიც კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ.

ანა სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია. მას მომავალ წელს იურმალაში მოგზაურობა ელის, უკვე დიდების „ახალ ტალღაზე" და თავის საოცნებო შემსრულებლებთან ერთად გამოვა იქ სცენაზე.

ეს ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის, პირველი გამარჯვება არ არის საერთაშორისო კონკურსზე. მან უკვე დაიპყრო 2006 წელს „სლავიანსკი ბაზარი". ხოლო შარშან სწორედ ის დაეპატრონა უკრაინაში „მოლოდოი გალიჩინი- 2008"-ის გრანპრის.

ნორჩი შემსრულებლის პროდიუსერი ელზა რაუჟინა იმედოვნებს, რომ ამგვარი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ანას ახალი წინადადებები ექნება რუსეთში გამოსასვლელად. „აქ ძალიან თბილად ხვდებიან ქართველ შემსრულებლებს".- აღნიშნა რაუჟინამ.

ანასთვის მხარდასაჭერად, მისი ოჯახი ჩამოვიდა. მაია - ახალგაზრდა შემსრულებლის დეიდა - ამბობს, რომ ისინი სიხარულით მიიღებენ თანამშრომლობის წინადადებას რუსეთიდან. ანა სიამოვნებით სწავლობს რუსულ ენას.

ანა ღიბრაძის ოჯახმა, რუსეთის ქართველთა კავშირს გადაუხადა მადლობა გაწეული მხარდაჭერისთვის. ახლანდელ დროში, ხომ საკმაოდ დიდი პრობლემაა თბილისიდან მოსკოვში ჩამოსვლა.

რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ მიულოცა გამარჯვება პატარა თანამემამულეს, უსურვა მას წარმატებები და მოამავალი შთამბეჭდავი მიღწევები.

„საქართველო - დიდი გულის მქონე ქვეყნაა, რომელიც სიმღერებით ცოცხლობს, ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს - უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ. გაიხსენეთ რამდენი შესანიშნავი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორია ქართველი. ძალიან ბევრი ტალანტით დაჯილდოებული ბავშვი გვყავს. მათ დახმარება სჭირდებათ და ჩვენი მხარდაჭერა. ქართველთა კავშირი ყოველთვის მზად არის, დაეხმროს ნორჩ თანამემამულეებს. როდესაც ისინი ასრულებენ „თბილისოს" ან „სულიკოს" თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მათ საქართველოს „აგენტები" რუსეთში. სწორედ ეს არის სახალხო დიპლომატია. ხელოვნებისთვის ხომ, საზღვრები არ არსებობს".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100