RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მასმედია ტყუილში გამოიჭირეს

28.12.2009  |  14:18

4980.jpegახლახან ინტერნეტ-სივრცე გუგუნებდა აღშფოთებისგან. ამის მიზეზი გახდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადება. საღ გონებაზერ მყოფ პირებს, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ ჯერ გაერკვიათ, თუ რა თქვა სინამდვილეში კადიროვმა, საკმაო კრიტიკა ხვდათ წილად. სანამ როიტერსის იუროს უფროსმა რუსეთსა და დსთ-ში მაიკლ სტოლმა არ დაუსვა წერტილი ამ ვაკხანალიას. მაგრამ მწარე ნალექი მაინც დარჩა. მით უმეტეს, რომ მთავარი წამქეზებელი რუსული მასმედია აღმოჩნდა, ან იქნებ, მხოლოდ ის მასმედია, რომელიც თავს რუსულს უწოდებდა?

ხელოვნურად გამწვავებულმა სიახლემ მაშინვე ჰპოვა გამოძახილი საქართველოსა და უკრაინაში. საქართველოშ ამას სასწრაფო რეაქცია მოჰყვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოვიდა ბრიფინგზე და თქვა რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის აგრესიულმა გამოსვლებმა მისი აღშფოთება გამოიწვია.

ქართველმა ექსპერტებმა ვარაუდების ჩამოთვლაც კი დაიწყეს: საკუთარი ინიციატივით გამოვიდა თუ არა რამზან კადიროვი, რადგანაც, როგორც ცნობილია,მას აქამდე არასოდეს გამუთქვამს აზრი საგარეო პოლიტიკის თაობაზე.

სიტუაციის გაოუყენებლად დატოვება არ შეეძლო არც ოლეგ პანფილოვს. ოფიციალურმა თბილისმა ის ალა დუდაევასთან ერთად დააწყვილა ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც გავა ახალ კავკასიურ არხზე. ეს არხი მაუწყებლობას ახალი წლიდან საიწყებს რუსულ ენაზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს არის რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული დიდი საინფორმაციო ომის მხოლოდ მცირე ნაწილი.

ახალი ქართული ტელეარხის „ვარკსვლავმა" ოლეგ პანფილოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, „რუსეთს საქართველოზე საშიში მტერი არ ჰყავს, რადგანაც საქართველო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება რუსეთის გარეშე ცხოვრება".

არანაკლები აღელვებით გამოეხმაურნენ ამ ინფორმაციას უკრაინაშიც. უკრაინის სახალხო პარტიის სამმართველოს წევრმა სტეპან ხმარამ მოუწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მიემართა გაეროსთვის და რუსეთის პრეზიდენტისთვის კადიროვის სასწრაფო გადაყენების მოთხოვნით.

ერვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭს მდივნის პირველი მოადგილე ვლადიმერ ოგრიზკო კი აცხადებდა, რომ ის მომხრეა აღიძრას ჩეჩნეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მისამართით „აგრესიული გამონათქვამების" გამო.

მადლობა ღმერთს, ყველამ არ აიტაცა უპასუხისმგებლო ჟურნალისტების ისტერიული ყვირილი, რომლებსაც ცეცხლზე ნავთის დასხმა უყვართ. ბევრმა ადამიანმა საღ აზრს მიმართა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100