RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიხეილ სააკაშვილის აუთვისებელი გაკვეთილები

29.12.2009  |  09:58

4989.jpegრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრეგეი ლავროვმა „როსიისკაია გაზეტა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეაჯამა 2009 წლის, დიპლომატიური შედეგები. დიდ ყურადღება დაუთმო მან სიტუაციას კავკასიაში და 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდგომ, პოსტკონფლიქტურ დარეგულირებას. ვაშინგტონსა და ევროპაში გაჩნდა იმის შემეცნება, რომ არ შეიძლება ამგვარი ავანტიურის განმეორების დაშვება, განაცხადა ლავროვმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში, დიდი ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების პრობლემას, იმას თუ როგორ შეუწყო ხელი რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ, ევროპული უსაფრთხოების შემუშავების შესახებ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივის განვრცობას.

„ჩვენ პრინციპში არ ვართ კმაყოფილნი იმით, თუ როგორ ვითარდება დისკუსია ამ თემაზე. ჩვენი პარტნიორების რეაქცია გვიჩვენებს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის პრობლემებს, ყველა აღიარებს",- აღნიშნა მინისტრმა.

ამის და მიუხედავად, მან საჭიროდ ჩათვალა ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტზე, რომ ნატოს წევრების უმეტესი ნაწილი, ჯერჯერობით უმჯობესად მიიჩნევს, უკვე არსებული სტრუქტურების „დახვეწას". მათი მოსაზრებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც იცვლება და მათი შეხედულებით არაფერია სახიფათო მის გაფართოებაში, რომ „ცივი ომი" უკვე აღარ არის და რომ, ჩვენ მოწინააღმდეგეებიდან, პარტნიორებად გარდავიქმენით და ა.შ... „მაგრამ ეს პასუხი არ არის", განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის ხელისუფლება, ამგვარ მიდგომას, არ მიიჩნევს სერიოზულად.

„იმიტომ რომ, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით არსად არ ქრება ევროატლანტიკის საზღვრებში, ყველასათვის ტოლფასი უსაფრთხოების მოთხოვნილება. შეთანხმების ჩვენეული პროექტი, სწორედ ამ მიზნის მისაღწევადაა მოწოდებული. რათა უსაფრთხოების განუყოფელობა უზრუნველყოფილი და გამაგრებული იყოს საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით და არა მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციის სახით, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადდებოდა 1990-იან წლებში. სხვათაშორის, პარტნიორების რეაქცია იმ წინადადებაზე, რომ ეს დეკლარაციები საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტად იქცეს, გვიჩვენებს ჩვენ, რამადენ გულწრფელნი იყვნენ ისნი, როდესაც იმავე 90-იან წლებში იძლეოდნენ დაპირებას, რომ უსაფრთხოება განუყოფელი იქნება და რომ, არავინ არ მოახდენს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სხვების უსაფრთხოების ხარჯზე".- ხაზგასმით აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

განსაკუთრებულად ჩაუღრმავდა სერგეი ლავროვი, ამ წლის კავკასიური კრიზისის გაანალიზებას. „პირველი რეაქცია,- მისი თქმით,- რეფლექტორული იყო, ინსტიქტური, „ცივი ომის" პერიოდის ლოგიკის სტილში: არის სააკაშვილი, რომელიც მთლიანად გულითა და სულით გახსნილია დასავლეთის მიმართ და არსებობენ ისნი ვინც მას აწყენინა. მაგრამ, ამ რეაქციამ, დროის გამოცდას ვერ გაუძლო".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100