RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დევნილები: სისხლიანი ჭრილობები და სამართლებრივი კოლიზიები

29.12.2009  |  15:20

4998.jpegაფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამ დღეებში მოსკოვში იყო. ის იხილავდა დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას, სავიზო პრობლემებს და სხვა საორგანიზაციო მომენტებს, მაგრამ თბილისი ყურადღება, პირველ რიგში, მიიპყრო, შამბასა და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებებმა, რომლებიც ეხებოდა ქართველი დევნილების დაბრუნებას.

იმ მომენტში, როდესაც საქართველოში განიხილება სოხუმთან და ცხივნვალთან ურთიერთობების ახალი იდეები, აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საერთო პრეს-კონფერენციაზე მოყვნენ, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ქართველი დევნილების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ხალხი ვინც 1992 წელს აფხაზეთი და 2008-შო - სამხრეთ ოსეთი დატოვა, მხოლოდ მაშინ შეძლებს დაბრუნებას, როდესაც დარეგულირდება მათი დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები და ეს ერთი დღის საქმე არ არის.

ეს თემა ფიგურირებს მედვედევი-სარკოზის გეგმაში, მაგრამ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე პრიორიტეტული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები, დარწმუნებულია ლავროვი. ქართული მხარე კი, მისი თქმით, „ძველებურად გაურბის იმას, რომ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტს".

„ჩვენ ვიცით სადამდე მიგვიყვანა ასეთი დოკუმენტის არქონამ 2008 წელს",- ხაზი გაუსვა ლავროვმა.

რომც წავიდეთ დათმობებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, მაინც შეუძლებელია კალმის ერთი მოძრაობით ყველა იმ ადამიანის სამშობლოში დაბრუნება. ასე არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, რომელმაც ომი გადაიტანა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბევრ ეკონმიკურ და სამართლებრივ დათმობებზე მოუწევს წასვლა, ასევე იმის დლაოდება, თუ როდის „მოშუშდება ჭრილობები".

ლავროვმა მოიყვანა იმის მაგალითები, თუ როგორ რთულად წყდება მსგავსი პრობლემები სხვა პოსტკონფლიქტურ სიტუაციებშიც. მან შეახსენა პალესტინელი დევნილების შესახებ, რომლებიც 60 წელია ელოდებიან კარგი პირობების შექმნას.

პროცესის დაჩქარება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საყვედურებით ავსება შეყოვნების გამო ეს „არც ისე კორექტულია და უსამართლოა იმათტან მიმარებით, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული თბილისის ხელისუფლებისგან იტანდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას".

საქართველოში, როგორც მისი ისტორია გვიჩვენეს, არ უყვართ ლოდინი და მოთმინებით მუშაობა დეტალებზე, ამიტომაც ლავროვის განცხადება საქართველოს მასმედიაში აღიქვეს როგორც დევნილების დაბრუნებაზე უარის თქმა.

სერგეი შამბას სიტყვებიც ორაზროვნად მიიღეს. ის თვლის, რომ საქართველოს მოსკოვური შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ აფხაზეთს არანაირი ვალდებულებები აღარ გააჩნია დევნილების დაბრუნების თაობაზე. ყველა საკითხი მხოლოდ „ჟენევის მოლაპარაკებებზე" უნდა გადაწყდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100