RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ბალანსი უცვლელია

30.12.2009  |  11:09

5011.jpegსაქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი კვლავ გადახრილია იმპორტის მხარეს. 11 თვის განმავლობაში შეტანილია დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის საქონელი, გატანილია კი მხოლოდ ერთის. ანუმ ქვეყანა ძველებურად სავსეა უცხოური საქონლით, ადგილობრივი მრეწველობა კი გაკოტრების ზღვარზე რჩება.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაიკვეხნა, რომ საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი თითქმნის გასამმაგდა. მან აღნიშნა, რომ ბელორუსიამ და ყაზახეთმა გახსნეს საზღვრები ქართული მოსავლისთვის, მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა და ახლა, ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა, რუსულმა ემბარგომ აზრი დაკარგა.

„ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი მანდარინების ჭამას, შეჭამენ სხვები - სულ ეს არის",- დაამატა სააკაშვილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება დსთ-ს ციტრუსის ბაზარზე გასვლას დიდ მიღწევად მიიჩნევს. სხვა საქონლის წარმოება ქვეყანაში ძალიან დაბალ დონეზეა. იმავე სოფლის მეურნეობაში, როგორც აღნიშნავს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი, წლიდან წლამდე მცირდება მარცვლეულისა და ბოსტნეულის კულტურის მოსავალი.

ალპური მდელოებით მდიდარ სუბტროპიკულ ქვეყანად არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება.

რთულ სამრეწველკო საქონელზე ლაპარაკის კი ზედმეტია. ხელისუფლება პერიოდულად ატარებს საზეიმო ღონისძიებება ლენტების გაჭრის ცერემონიით, ხსნის ახალ საწარმოებს, მაგრა, ეს ყველაფერი ლამაზად მხოლოდ ტელეეკრანებზე ჩანს, ეკონომიკური რეალიები კი მხოლოდ უარესდება.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახლახან ეკონომიკის 3 პროცენტიანი ზრდა იწინასწარმეტყველა ბოლო კვარტალში. „თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო სამი კარტლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა ეკონომიკური ზრდა, საერთო ჯამში ის მინუს 4 პროცენტს შეადგენს".- დაამატა მან. არადა მარტში პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გაიზრდებოდა მშპ. ეკონომიკის პრობლემები ძალიან კარგად არის ასახული ბოლო 11 თვის საგარეო ვაჭრობის ბალანსზე. ყველაზე აქტიურად ქართველები თურქებთან ვაჭრობდნენ, მეორე ადგილზე აზერბაიჯანელები არიან და მესამეზე უკრაინელები.

მაგრამ მთლიანობაში, სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქონელბრუნვა არათანაბარია. საზღვარი გადაკვეთა გასულ წელთან შედარებით პროდუქციის მესამედმა. ამასთანავე იმპორტის ექსპორტზე უპირატესობა იმავე ოდენობით შენარჩუნდა.

ბუნებრივია, ქვეყანაში ასეთი სიტუაცია გუშინ და დღეს არ შექმნილა. ყველაზე იდდი დარტყმა ადგილობრივ მწარმოებლობას, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მიაყენა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლამ და დღემდე ქართული კომპანიები იძულებულები არიან შეეგუონ მის დიქტატურას.

ახლა, როდესაც მისი სოლიდური წევრები ამერიკა, გერმანია და ჩინეთი ეკონომიკური ლიბერალიზმის მიუხედავად უკეთებენ სუბსიდიებს ადგილობრივ მწარმოებლებს, საქართველო იძულებულია თავისდა საზიანოდ დააკმაყოფილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100