RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამოადგება კი ვინმეს კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება?

06.01.2010  |  13:49

5038.jpegთავის დროზე რომელიღაც მწერალი ამბობდა ამერიკის შესახებ, რომ იქ ადამიანს ფუნთუშის მოპარვისთვის ციხეში აგზავნიან, ხოლო მაქინატორს, რომელმაც რკინიგზა მოიპარა - სენატში. მაგრამ, ეს დიდი ხნის წინ იყო. დღეს დღეობით ლიანდაგებს აღარავინ იპარავს. არც ამერიკაში, არც რუსეთში, არც უკრაინაში და არც საქართველოში. მაგრამ, როგორც ჩანს საერთო არსი - უცვლელია: ყველაფერი მოვლენის მასშტაბებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, 150 ლარის შოვნის მცდელობა (დაახლოებით 100 დოლარი) ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ ჯემალ გოგმაჭაძესთვის ფრიად სევდიანად დასრულდა. მას მერე, რაც ის შინაგამ საქმეთა სამინიტროსო გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის (სულ რაღაც) 150 ლარის აღების დროს აიყვანეს, მოქალაქისგან, რომელსაც ინსპექტორი დაჰპირდა რომ ხეტყის გადაზიდვისას გააცილებდა და შესაძლო პრობლემებს მოუგვარებდა. ახლა უკვე ბატონი გოგმაჭაძის ბედი არც თუ სახარბიელოა.

მმოქმედი ქართული კანონმდებლობა, მოცემული დანაშაულისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინსპექტორ გოგმაჭაძეს უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოს პოლიციაში არსებობს სპეციალური „პროვოკაციული ჯგუფი" ( მის თანამშრომლებს არჩევენ ერთმანეთისათვის უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც ადრე არ იყვნენ შემჩნეული, განსაკუთრებულად ახლო კონტაქტებში ძალოვანებთან) რომელთა თავგამოდების საფუძველზეც, ათასობით ქართველი პოლიციელი და სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა ციხეში, თანაც საკმაოდ სერიოზული ვადით.

ასეთია, დემოკრატია ქართულად. „კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია",- უყვართ ამ ფრაზის გამეორება პოლიტიკოსებს, რომლებსაც იურიდიული განათლება აქვთ მიღებული. დღესდღეობით ამას უკვე რიგითი ქართველებიც აღიარებენ, ადგილობრივი ადმინისტრაციების, პოლიციისა და საგზაო პატრულის თანამშრომლებმაც კი, შეწყვიტეს მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვა, თავიანთი პირდაპირი მოვალეობების შესრულებისათვის.

უნდა ითქვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მაინც, მოქალაქეების ერთი ნაწილი მოვალეობების შესრულებისას, პროვოცირებას უწევს მოქალაქეთა მეორე ნაწილს, რომლებიც ასევე თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ - ქრთამის აღებისკენ უბიძგებენ, შემდეგ კი ფაქტით ხელში აკავებენ. თუმცა, პრეზიდენტ სააკაშვილს არ შეეშინდა, სპეციალური პროგრამის ინიცირება მოეხდინა, სახელმწიფო სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების ქვედა საფეხურებზე, კორუფციის გამოსავლენად.

რაც შეეხება ხელისუფლების ზედა ეშელონებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. მაგალითად, მაშინ როდესაც ნინო ბურჯანაძე მიხეილ ნიკოლავეიჩის მომხრე, თანამებრძოლი იყო და პარლამენტის სპიკერის პოსტი ეკავა, მისთვის დასაშვები იყო სახელმწიფო აგარაკის შესყიდვა თბილისის შემოგარენში, პრესტიჟულ დასახლება წყნეთში - სულ რამოდენიმე დოლარის საფასურად. მაგრამ საკამრისი იყო მასა და სააკაშვილს შორის შავ კატას გადაერბინა და ოპოზიციის რიგებში გადასულიყო, ამ გარიგების უკანონობაზე თბილისის ყველა გზაჯვარედინზე ალაპარაკდნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100