RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო და რუსეთი ადიდებენ შობას

07.01.2010  |  15:53

5041.jpeg6-იდან 7 იანვრის ღამეს დაახლოებით ოცდაათიათასი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამთავროსთან ერთად შობას იერუსალიმის, სერბეთის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხვდება, ასევე ათონის მონასტრები, მრავალი აღმოსავლური წესის კათოლიკეები (კერძოდ, უკრაინული ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია) და რუს პროტესტანტთა ნაწილი.

ათი წლის წინ, ქრისტეშობის ორიათას წელთან ერთად საქართველომ საზეიმოდ აღნიშნა 1700 წელი მას შემდეგ რაც, ქრისტიანობა მისი სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს განათლება მეოთხე საუკუნის 337 წელს მოხდა და ის ქალმა - წმინდა ნინომ გააქრისტიანა, რომელიც საქართველოში კაბადოკიიდან მოვიდა (ძველ გეოგრაფიაში კაბადოკია - ეს ფართო რაიონია შიდა აზიის ნახევარკუნძულზე, ახლანდელი თურქეთი). ნინო კვართს ეძებდა, რომელიც იესოს ემოსა, როდესაც ის ჯვართ აცვეს.

რომის იმპერიაში გამეფებული ჩვეულებების მიხედვით, ჯვარცმულთა ნივთები მცველ ჯარისკაცებს შორის თამაშდებოდა და აი, გადმოცემის მიხედვით, ერთერთი ნივთი - იესოს კვართი - ქართველ ებრაელს, ელიასს შეხვდა. მან კვართი სამშობლოში, საქართველოში ჩაიტანა. მისი დისთვის სიდონიასთვის იმდენად ძვირფასი გახდა ეს რელიქვია, რომ არასოდეს იცილებდა გვერდიდან და სულ მუდამ გულში ჰქონდა ჩაკრული. როდესაც ის გარდაიცვალა, მას იმდენად მაგრამ ჰქონდა გულში ჩაკრული, რომ შეუძლებელი შეიქნა მისი ხელებიდან კვართის ამოღება და ის მასთან ერთად დაკრძალეს.

ამ წმინდა რელიქვიის საძებნელად ჩავიდა საქართველოში წმინდა ნინო, ხელთ ვაზის ყლორტებისგან დაწნული ჯვარი ეპყრო. ვაზის ყლორტი გამოშრა და ჯვარმა ფორმა შეიცვალა. აი რატომ აქვს ტრადიციულ ქართულ ჯვარს გვერდები დაშვებული. ახლა საქართველოში, ჯვრის ორივე ვერსიის ნახვა შეიძლება კლასიკური მართლმადიდებლურისაც და „ვაზის ყლორტებისგან დაწნულისაც".

შობის ღამეს საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლები ესწრებიან საეკლესიო მსახურებას. თბილისში, როგორც წესი ხელისუფლება და ქვეყნის ყველაზე ცნობილი მოღვაწეები წმინდა სამების კათედრალურ ტაძარში იკრიბებიან, ავლაბრის რაიონში. ეკლესია - მთავარი ავტორიტეტია ამ, მსოფლიოს ერთერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში. განსაკუთრებულად პატრიარქის სიტყვას ელიან ამ ღამეს. ის სინოდის საშუალებით გადმოსცემს გზავნილს.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, მართლმადიდებლური საქართველო სიხარულით ხვდება ქრისტეშობის წმინდა დღესასწაულს და „საკუთარი და სხვისი ცოდვების მიტევებისათვის ლოცულობს". ნაციის სულიერმა მამამ შეახსენა ხალხს, რომ მათ არა მარტო უფლებები აქვთ, არამედ მოვალეობებიც და მოუწოდა მათ შორს დაიჭირონ თავი ცოდვისა და ძალადობისაგან.

ქრისტეშობას საქართველოში, განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნავენ. ყველა ოჯახში მზადდება სადღესასწაულო სუფრა, აცხობენ სპეციალურ საშობაო „კვერებს"- სათითაოდ ყველა ოჯახის წევრზე. ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ, უკვე სუფრას უსხდებიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100