RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საახალწლო დღეებში ოსები ეშმაკებსაც კი აზეიმებენ

09.01.2010  |  00:44

5044.jpegდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაიწყო ოსური ეროვნული კულტურის ჩამოყალიბების ახალი ეტაპი. ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდება წიგნები ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სესახებ. ზოგიერთი ძველი ჩვეულება, რომელიც ჩვენს დროში აზრს მოკლებულია, აღორძინდა როგორც უბრალოდ წინაპართა პატივისცემის საშუალება.

ახალ წელს ოები მთელ პლანეტასთან ერთად აღნიშნავენ პირველ იანვარს, მაგრამ ეს ტრადიცია თავიდან იშვა, შეიძლება ითქვას, ახლახან, საბჭოთა დროში. მანამდე წელი იწყებოდა სხვა დღესასწაულებიდან, რომლებშიც შერეული იყო ზოროასტრიზმის დროინდელი რწმენები და ჩვეულებები.

ძველით ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე, ანუ ძველი კალენდრით ჯერ კიდევ დეკემბერში, ოსები აღნიშნაბდნენ ციპურსს, ზეიმს, რომელიც გაიგივებული იყო შობასთან, წარმართული ტრადიციებით კი ზამთარში მზის მდებარეობასთან. სამი დღით ადრე 25 დეკემბერს მზე არის უკიდურეს ქვედა წერტილში, შემდეგ კი ყოველ დღიურად ნელ-ნელა მაღლა ადის.

ოსური დღესასწაულის სახელი უკავშირება ირანულ სიტყვას „ომროცი". რაც შეესამაბამება მის წინ მდებარე ორმოცდღიან პოსტს.

როგორც ყველა ქრისტიანულ ერში, ეს დღე სულიერი განწმენდის სიმბოლოა. ციპურსის დღეს ბავშვებს წმინდა ადგილებში ატარებდნენ, ახალდაბადებული ბიჭების საპატივცემულოდ აწყობდნენ ზეიმებს.

მზის ჩასვლის შემდეგ ამ დღეს ანთებდნენ კოცონებს, რომელთა გარშემოც ერთობოდა ახალგაზრდობა. ითვლებოდა, რომ ყველაზე დიდი კოცონის მფლობელები ღმერთის წყალობას დაიმსახურებდნენ.

ციპრუსის შემდეგ დილას ყველა სახლში ელოდნენ ისეთ სტუმრებს, რომლებიც ოჯახს წარმატებას მოუტანდნენ. თუკი „ბედნიერი ფეხი" გადააბიჯებდა ზღურბლს, მაშინ მთელი წელი ბედნიერად ჩაივლიდა.

ამ დღეს ცდილობდნენ რაც შეიძლება მდიდრული სუფრა გაეშალათ. აუცილებელია სამკუთხედი ოსური ნამცხვარი და ლუდი. ოჯახის უფროსი ლოცულობდა, თხოვდა ღმერთს ბედნიერებას და ჯანმრთელობას.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი, იმას, რომელსაც „ბედნიერი ფეხი" ჰქონდა, შედიოდა ბოსელში და კვებავდა ყველა ცხოველს. ამ დროს ოჯახის უფროსი ფელვერს, შინაური ცხოველების მფარველს, ავალებდა საქონლის ბპატრონობას. ის ასევე სთხოვდა ტუტირას - მგლების მბრძანებელს - შორს დაეჭირა მხეცების ხროვა შინაური ცხოველებისგან.

შემდეგ ბოსლის კარს მჭიდროდ ზურავდნენ, კარზე კი კიდებდნენ კაუჭებს, რათა ბოროტი ძალები ვერ შესულიყვნენ იქ. გარედანაც დგამდნენ თივით გატენილ კალათს - რათა საკვები საკმარისი ჰქონოდათ.

გამთენიისას კვლავ ანთებდნენ კოცონებს. თანასოფლელები დადიოდნენ ერთმანეთთან და ულოცავდნენ. ამ დღეს არავინ მუშაობდა.

საერთოდ ციპრუსი არის ზაფხულში მზის შემობრუნების დღესასწაული, ახალი ცხოვრების, იმედების და ახალი სასოფლო წლის დაწყების ზეიმი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100