RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი წელი აფხაზეთში - ეს განახლებაა

10.01.2010  |  09:04

5046.jpegაფხაზეთი - ქვეყანაა, რომელშიც ტრადიციები არ ჩქარობენ, სიახლეებისათვის ადგილის დათმობას. ადათ-წესები არა მარტო ახსოვთ - არამედ ზედმიწევნით იცავენ კიდეც და მათი აზრობრივი დატვირთვა დღემდე მნიშვნელოვანია. მაგლითად, ახალ წელს იქ განსაკუთრებულად არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხვდებიან - ძველი სტილით. ამ დღეს „განახლებას" ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდენ.

აჯირნიხუა ანუ ხეჩხუამა - ასე უწოდებენ ძველ ახალ წელს, რომელიც აფხაზეთში ოფიციალურადაა აღიარებული არასამუშაო დღედ.

განახლების ანუ სამყაროს შექმნის დღესასწაული, საწყისს ქვეყნის წარმართული წარსულიდან იღებს და შაშვის ღვთაების - მჭედელთა მფარველის თაყვანისცემასთანაა დაკავშირებული. ეს საქმიანობა აფხაზეთში, განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. სამჭედლო თავისებურად წმინდა ადგილადაც ითვლებოდა - აქ წარმოთქვამდენენ ერთგულების ფიცსა და მნიშვნელოვან დაპირებებს.

შაშვეს მსხვერპლად ამ დღეს მამლსა და თხას სწირავენ. თანაც ეს, აუცილებლად რიტუალურად სუფთა თეთრი თხა უნდა იყოს. მამალს კი ზუსტად იმდენს კლავენ, რამდენი ადამიანიც ისხდება მაგიდასთან.

ხეჩხუამა სახლის ოჯახურ საკურთხეველში - „სამჭედლოში" - მამის ხაზით ყველა ნათესავს შეკრებს. სხვა გვარის წარმომადგენლები - ცოლის და რძლის მხრიდან, სახლში რჩებიან.

მართალია, აფხაზთა დიდი ნაწილი თავს მართლმადიდებლად თვლის და ქრისტეშობასაც აღნიშნავენ და უფლის ნათლობასაც, მაგრამ წარმართული ჩევულებები აქ ჯერ კიდევ ძლიერაა გამჯდარი. გახსოვთ, სალოცავ ხესთან - ჩეგმესთან დაკავშირებული ისტორია? რომელიც ფაზილ ისკანდერმა აღწერა.

აფხაზეთში დაბადებული ვიქტორ კოლესნიკოვი, რუსი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში ყვება, რომ სიმართლეს ამბობს თუ არა აფხაზი, ამის შემოწმება მისი წმინდა ხეივანში გამოძახებით შეიძლება. უფლის რისხვის შიშით, ადამიანი სიცრუის თქმას ვერ შეძლებს ან უარს იტყვის ამ წინადადებაზე.

აფხაზების ცხოვრებაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მცნებას -„ცხაშეროუპი", რაც „სირცხვილს", „უხერხულობას" ნიშნავს. „ ამ ქვეყნის შვილს რაიმეს მოუხერხებლად გაკეთებას, საერთოდ არაფრის კეთება ურჩევნია, მართალიც რომ იყოს მაინც,- ამბობს კოლესნიკოვი.- ყველა აფხაზში განვითარებულია ძლიერი მამაკაცური არსი, შინაგანი ძალა, რომლის გადატეხვა შეიძლება მოსინჯონ და სცადონ, მაგრამ მისი მოდრეკა - არ გამოვა".

ალბათ, შემთხვევითი არ არის ის რომ, აფხაზები თავიანთ ქვეყანას „აფსნის" - სულის ქვეყანას, საკუთარ თავს - სულიერ ხალხს, ხოლო ენას „აფსშას"- სულის სიმღერას უწოდებენ.

ქართველები, მუდმივად ეძებენ საბაბს აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის უარის განსაცხადებლად, მაგალითად: ის რომ, აფხაზები ქართველი ხალხის ერთერთი ეთნოსია, ისევე როგორც სვანები ან მეგრელები. მაგრამ, ეს სრულებითაც არ არის ასე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100