RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მაკეინი საქართველოში „ნაციონალური გმირი“ გახდა

12.01.2010  |  09:50

5057.jpegსაქართველოში, დღევანდელი დღის მთავარ თემად ამერიკული სენატის დელეგაციის მოკლეხნიანი ვიზიტი გახდა სენატორ ჯონ მაკეინის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი ბათუმში დაიწყო და ზუგდიდში დასრულდა. ამგვარად, საქართველოს დედაქალაქმა, ნანატრი სტუმარი ვერ იხილა.

ამის და მიუხედავად, რესპუბლიკელი მაკეინის გრაფიკი, რომელიც გვიან ღამით ჩაფრინდა ბათუმში, ფრიად გადატვირთული იყო: გაწრილი იყო - საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც. ამას გარდა, მან მოინახულა ზუგდიდი, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან და სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელ ხანსიორგ ხაბერთანაც შედგა შეხვედრა. აქვე წარუდგინეს მაკეინს და მის თანმხლებ სენატორებს ჯონ ბარასოს და ჯონ ტუნს დევნილები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შმედეგ, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.

მართლაც, უკვე დილას ადრე ამერიკელი სენატორები, ბათუმის სასტუმრო „ინტურისტში" შეხვდნენ ქართული ოპოზიციის ლიდერებს. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რესპუბლიკელთა პარტიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ერთერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.

როგორც აღნიშნეს ოპოზიციონერებმა, შეხვედრის შემდეგ, მათ ძირითადად განიხილეს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში არსებული პრობლემები, მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები და დემოკრატიის გამყარების შესაძლებლობები. და რას ელოდნენ თავად ქართველი ოპოზიციონერები, ამერიკელ სენატორთან ბლიც-ვიზიტისაგან?

ალბათ, მშვენივრად ესმოდათ, რომ ამერიკის სენატის რესპუბლიკელთა მხარდაჭერას ისინი ვერ მიიღებდნენ თავიანთ საპროტესტო კომპანიში, სააკაშვილი ანტისახალხო პოლიტიკის წინააღმდეგ. შემთხვევითი არ იყო, მაკეინთან შეხვედრის წინ რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერის და „ალიანსი საქართველოსთვის" თანათვამჯდომარის დავით უსუფაშვილის ფრთხილი განცხადება, რომ „ეს თავისუფალი, არაოფიციალური შეხვედრა იქნება და თუ რა საკითხებზე იქნება საუბარი, წინასწარ არ არის გაწერილი".

„სენატორი მაკეინი საქართველოს გეოპოლიტიკური პრობლემების ღრმა ცოდნით გამოირჩევა და ძალიან კარგადაა განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუმცა, უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, მან ბევრი რამ გადააფასა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან მიმართებაში".- განაცხადა ქართველ რესპუბლიკელთა ლიდერმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100