RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული თემიდა რეჟიმის მიერ წამებულთა რიცხვს ამრავლებს

12.01.2010  |  10:12

5058.jpegდღეს გაანთავისუფლეს გენერალი, რომელსაც ჯიუტად სდებდნენ ბრალს სამშობლოს ღალატსა და სახლმწიფო გადატრიალებაში. თითქოს და მეორე ბრალდებულის გია ღვალაძის გამოძიებასთან გარიგების შემდეგ, კობა კობალაძეს აღარ რჩებოდა თავისუფლების შანსი. მაგრამ, თბილისის სასამართლომ ამჯერად ობიექტურობა გამოიჩინა გენერალის საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის და მიუხედავად სხვა „აჯანყებულები" მრავალი წლით აღმოჩნდნენ ციხეში. თუმცა, ისიც კარგია, რომ „რუსულ კვალს" ამ საქმეში აღარ დაეძებენ.

მიხეილ სააკაშვილის არმიაში ბუნტის საქმეს, წერტილი დაესვა. სკანდალში გარეული ერთერთი გენერალი კობა კობალაძე გაამართლეს, სამი სხვა მეთაური - ლევან ამირიძე, კობა ოთანაძე და შოთა გორგიაშვილი - თითქმის სამი ათეული წლით ჩასვეს ციხეში.

მუხროვანის აჯანყებამ გაზაფხულზე დაიქუხა, ოპოზიციის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. თბილისთან ახლოს მდებარე ბაზაზე სამხედროების დაუმორჩილებლობა, უფრო მოსახლეობის ყურადღების სხვა თემაზე გადასატან მანევრს ჰგავდა. ყველა ლოგიკურ დაგვირგვინებას ელოდა: განსაკუთრებული მდგომარეობის შემოღებას და პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით მანიფესტაციების აკრძალვას.

მაგრამ, ამის მაგივრად 30-ამდე ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის საქართველოში ავტორიტეტული გენერლების კლუბის წევრი კობა ოთანაძე და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. უკანასკნელს, რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში სდებენ ბრალს და მის საქმეს ცალკე იძიებენ.

კობა კობალაძის წინააღმდეგ, მხოლოდ მეორე აჯანყებულის - სპეც-რაზმის „დელტას" ექს-მეთაურის გია ღვალაძის ჩვენებები „მუშაობდა". სექტემბრის დასაწყისში მან, კანონით გათვალისწინებული გარიგება დადო გამოძიებასთან და ცილი დასწამა გენერალს. შემდგომ ეს ყოველივე წერილობით მოინანია, ამას მერე კი, უარი განაცხადა ცრუ ჩვენების მიცემაში, საკუთარი თავის დადანაშაულებაზე.

როგორც გია ღვალაძის ადვოკატი მაია ჯულუხიძე იტყობინება, შეთანხმება, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე გაფორმდა და ასევე მის მიერ ბრალის აღიარება, ითვალისწინებს სასჯლეს ანუ დაცვის ქვეშ მყოფისათვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას. მანამდე ღვალაძეს 7-დან 15-წლამდე ციხე ემუქრებოდა.

წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოთავსებული გენერალი კობალაძის პერსპექტივები არც თუ ისე გაცისკროვნებული იყო. დანაშაულს არ აღიარებდა და გამოძიებსთან გარიგებაზეც უარი განაცხადა. ოპოზიციამ ის პოლიტპატიმრად გამოცხადა. დღეს, სასამართლო პროცესის პარალელურად, მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია ჩატარდა.

როგორც ადრე განუმარტა GeorgiaTimes-ს გენერლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა, მისი დაცვის ქვეს მყოფი, მმართველი რეჟიმისგან შერისხული იმის გამო აღმოჩნდა, რომ ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სამხედრო წრეებში, ეს კი პრეზიდენტს ყოველთვის აღიზიანებდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100