RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპას თვალები აუხილეს ქართული პოლიციის «მერკანტილიზმზე»

12.01.2010  |  15:48

5062.jpegსაქართველოს შსს-ს შენობის გამჭვირვალობამ ვერ შეიტანა სისუფთავე პოლიციურ მეთოდებში. მიხეილ სააკაშვილის ზედაპირული ლიბერალიზმის უკან იმალება დაკანონებული თვითნებობა სამართალდამცავ სისტემაში. დღეს ამის შესახებ წერდა ცნობილი გერმანული გაზეთი Frankfurter Rundschau.

საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევას ყურადღება მიაქციეს გერმანიაში. ზემოთ ხსენებული გაზეთი წერს, თუ როგორ სძალავს მიხეილ სააკაშვილის ნაქები პოლიცია ხალხს ფულს და მათგან აუცილებელ ჩვენებებს ძალისმიერი მეთოდებით იღებს.

ქართველი პოლიციელები ქრთამს აღარ იღებენ. გამოდის, რომ ისინი ხალხს ფულს სზალავენ 2005 წელს მიღებული კანონის საფუძველზე. მისი მიხედვით შეიძლება ადამიანმა ივაჭროს სასჯელის შემსუბქებისა და თავისუფლებისთვისაც კი. პოლიცია ამ საქონელს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გადარებადად ხდის.

«პოლიციელები ხშირად გამოდიან ბანდიტების როლში, რომლებიც მოქალაქეებს იტაცებენ, რათა მათ ფული წაართვან»,- საუბარია ქართული სამართალდამცავის ორგანიზაციის Former Political Prisoners for Human Rights მოხსენებაში. შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მათ ათავისუფლებენ.

«სახელმწიფო გამოძალვას» უწოდებს სასამართლო და სადამკვირვებლო ორგანოებში გარიგებების კანონის შემოღებას ნიკა კვარაცხელია, ქართული სამართალდამცავი ორგანიზაციის Human Rights Priority-ს ადვოკატი. ის სტრასბურგში იცავს სახვაძეების ოჯახის ინტერესებს, რომლებსაც ქართული სამართალდამცავი ორგანოები ატერორებენ.

ზურაბის უფროსი ვაჭი, საერთაშორისო დონის სპორტსმენი, დაადანაშაულეს იარაღის უკანონო შენახვაში. რთული მისახვედრი არ არის საიდან მოხვდა მასთან ის იარაღი.

ზუსტად იგივენაირად უპოვეს ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს იარაღი.

ზურაბ სახვაძე გაიტაცეს არა პლიტიკური, არამედ «ეკონომიკური» მოტივებით. პროკურორმა ზურაბის დედას გამოსასყიდის გადახდა შესთავაზა. ის დაპირდა, რომ გაუშვებდა მის შვილს, თუკი შუადღემდე მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხებოდა 10 000 ლარი. ოჯახმა გადაიხადა მოთხოვნილი თანხა და ზურაბი გამოვიდა ციხიდან.

თუმცა გამწარებულ ოჯახს არ შეეშვნენ სამართალდამცავი ორგანოები.

უმცროსი შვილი არჩილი, ფეხბურთელი, მოხვდა უსიამოვნებაში სპორტის სასახლეში. მას რამდენჯერმე ესროლეს ფეხებში. მისი ორი მეგობარიც დაჭრეს. ყველა მათბანი რეანიმაციაში აღმოჩნდა და არჩილის საფეხბურთო კარიერაც მანდ დასრულდა.

მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ სახვაძის ბინაში კვლავ პოლიციელები მივიდნენ. არჩილი დააპატიმრეს, სცემეს და შესთავაზეს გარიგება: დაესმინა ადამიანები, რომლებსაც ის არც კი იცნობდა. მან უარი თქვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100